LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად ყოფნა ძალას გვაძლევს: აკაკი დევაძის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

123

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის აკაკი დევაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

აკაკი უკვე თურქეთში იმყოფება, რომელსაც სოლიდური თანხა ესაჭიროება რთული ოპერაციის გასაკეთებლად და შემდგომი რეაბილიტაციისთვის.

მის მხარდასაჭერად არაერთი აქცია ჩატარდა (მათ შორის საქველმოქმედო მატჩი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელების მონაწილეობით), ახლა კი კლუბ ”ელ ცენტროში” ცნობილი მომღერლები შეიკრიბნენ და კონცერტი გამართეს.

საღამოზე მონაწილეობა მიიღეს: მაია ბარათაშვილმა, მარიტა როხვაძემ, ოთო ნემსაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, მარიკო ებრალიძემ, ”გუფილენდმა”.

საღამოს ესწრებოდნენ ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელებიც (მათ შორის იყო ახლო წარსულში ცნობილი რუსი ფეხბურთელი დმიტრი ხოხლოვი).

“ერთად ყოფნა ძალას გვაძლევს“ – ამ სლოგანით შეგიძლიათ თქვენც გახდეთ ქველმოქმედების აქტიური წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოთ კეთილ საქმეში.

თეა გუნთაიშვილი (ორგანიზტორი) – „ერთად ყოფნა გვაძლიერებს“ ამ სლოგანით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გავერთიანდით აკაკი დევაძის დასახმარებლად. ყველა ერთად შევძლებთ აკაკი დევაძის გადარჩენას.

მარიტა როხვაძე (მომღერალი) – ჩვენ მუსიკოსები შევიკრიბეთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ძალიან მაგარ ადამიანს, ბატონ აკაკი დევაძეს. ის იყო საოცარი მეკარე. მე ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და კეთილ საქმეს ერთად ვაკეთებთ.

გიორგი სუხიტაშვილი (მომღერალი) – დღევანდელი დღე ისეთ ადამიანს ეხება, რომელიც ბევრჯერ დაგვიდგა გვერდში არა მარტო სპორტის ქომაგებს, არამედ ქართულ სპორტს. დღეს კი ჩვენი დახმარება მას სჭირდება.

კახა ჭუმბურიძე (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი) – მადლობა ორგანიზატორებს, მეგობრებს. სწორედ ამ დროს გამოიცნობა ადამიანი. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს აქცია მოეწყო და ყველა ის ადამიანი, ვისაც გული შეტკივა, აქ იმყოფება.
თურქეთში გამგზავრებამდე თავად აკაკი დევაძემ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს მის დასახმარებლად. იმედი ვიქონიოთ, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეკარე მალე გამოჯანმრთელდება და კვლავ ჩადგება ქართული ფეხბურთის სამსახურში.

 

13012888_1164245756927290_2699797945757854570_n

777

1

222

333

444

555

56675

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები