LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთგული: ბაზარზე ახალი საკრედიტო ბარათი გამოჩნდა

311

”თიბისი ბანკმა” ახალი საკრედიტო ბარათი – „ერთგული“ შექმნა, რომელიც პირველად საქართველოში, მომხმარებელს განვადების საშუალებას აძლევს.

როგორც ”ფორტუნას” ”თიბისიდან” აცნობეს, განვადება „ერთგული“ ბარათით ხდება ყველგან, სადაც შესაძლებელია ”თიბისი ბანკის” ტერმინალით გადახდა. ამასთან, ბანკის წარმომადგენლის დახმარებისა და ლოდინის გარეშე.

”გარდა ამისა, მომხმარებელს ტრანზაქციების განხორციელებისას ბარათზე ერთგული ქულები დაერიცხება, რომელთა განაღდება შესაძლებელი იქნება „ერთგულის“ პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში”, – აცხადებენ ”თიბისი”-ში.

მათივე ცნობით, „ერთგულის“ მსგავსი ფუნქციის ბარათი დღეს ბაზარზე არ არსებობს. „ერთგული“ ბარათის აღება თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, ან ონლაინ შეკვეთით შეიძლება ვებგვერდზე: www.ertguli.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები