LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი ადამიანისთვის მაინც თუ ვიქნები მაგალითი ბედნიერი ვიქნები!” – კულუმბეგოვი პაციენტის დავალებას აქვეყნებს

827

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში, მისი პაციენტის მიერ დაწერილ თავისუფალ თემას აქვეყნებს, რომელიც მას ეხება.

დავალების თემა წარმატებული ადამიანია და როგორც ჩანს, ბიძინა კულუმბეგოვის პატარა პაციენტისთვის, სწორედ მისი ექიმი და მის მიერ წარმატებისკენ გავლილი გზაა მისაბაძი.

წერილში პაციენტი აღნიშნავს, რომ ბიძინამ სკოლა ხონში დაამთავრა, შემდეგ კი ფინანსური პრობლემების მიუხედავად სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა.

“ჩემს პატარა პაციენტს ხვალისთვის საშინაო დავალება გაუმზადებია ❤️ ერთი ადამიანისთვის მაინც თუ ვიქნები მაგალითი ბედნიერი ვიქნები!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები