LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ბილეთი ლონდონისკენ: თბილისიდან ფრენის ფასი ცნობილია

52

ქართული ავიაკომპანია Georgian airways-ის თბილისი-ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებას აქვეყნებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლონდონისკენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები 15 მაისიდან დაიწყება, ავიაბილეთის ფასები კი – 99 ევროდან.
Georgian airways მგზავრებს ლონდონის Gatwick აეროპორტში ჩაიყვანს.

რაც შეეხება ჩეხეთის დედაქალაქს, ამავე დღეს ანუ, 15 მაისს იწყებს ავიაკომპანია თბილისი-პრაღას ხაზზე ოპერირებასაც. ბილეთების ფასი ამ შემთხვევაში 98 ევროდან დაიწყება.

შეგახსენებთ, ლონდონისკენ პირდაპირი ფრენები ქართულ ავიაბაზარზე ახალი და პოპულარული მიმართულებაა. ცოტა ხნის წინ ამ ხაზზე ოპერირების დაწყება ქუთაისიდან Wizz air-მაც დაანონსა. Wizz air-ის საიტზე ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.
ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით, კომპანია პირველ რეისს 18 ივნისს შეასრულებს. ამ რეისზე ბილეთის ფასი, დღეის მდგომარეობით 190,99 ლარიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები