LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ჭიქა წითელი ღვინო, შესაძლოა, დიაბეტის მართვაში დაგეხმაროთ

591

„ტელეგრაფი“ მეცნიერების ახალ კვლევაზე წერს, რომელიც დიაბეტის უკავშირდება. დღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინო, შესაძლოა, დიაბეტის მართვაში დაგეხმაროთ. ექსპერიმენტი, რომელშიც ტიპი 2 ჯგუფის დიაბეტის მქონე 224 ადამიანი მონაწილეობდა, ებრაელ მეცნიერებს ეკუთვნით.

ბენ-გურიონის უნივერსიტეტის პროფესორი ირის შაი ამტკიცებს, რომ 1 ჭიქა წითელი ღვინო გლიკემიის კონტროლის საუკეთესო საშუალებაა: „წითელი ღვინის ზომიერად მიღება დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ჯანსაღი დიეტის ნაწილია. ამან შესაძლოა კლინიკური გაუმჯობესების ეფექტიც მოგვცეს და შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი“, – ამბობს პროფესორი შაი.

მეცნიერი საკუთარ გუნდთან ერთად კვლევაში მონაწილე ადამიანებს 2 წლის მანძილზე აკვირდებოდა. პაციენტებს ერთდროულად აძლევდენ წითელ ღვინოსა და მინერალურ წყალს, თუმცა, ამავე დროს ხდებოდა წნევის, გლიკემიის დონისა და სხვა პარამეტრების მუდმივი კონტროლი. ამ ეტაპზე მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დასკვნა შემდგომ კვლევას საჭიროებს.

შეგახსენებნთ, რომ აქამდე დიაბეტთან მიმართებაში ალკოჰოლური სასმელებზე კვლევა არერთხელ ჩატარებულა. მიზანი კი იმის გარკვევა გახლდთ, ახდენს თუ არა ალკოჰოლი ზემოქმედებას მეორე ტიპის დიაბეტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები