LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული – ლონდონის მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

80

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა მოუწოდა ბრიტანეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს, ფრთხილად იყვნენ. განცხადება მერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ ღამეს ლონდონის ცენტრში დანით შეიარაღებული 10 წლის ბიჭი გამვლელებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალი, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.

„ლონდონელების უსაფრთხოება ჩემი მთავარი პრიორიტეტია. მოვუწოდებ ქალაქის მოსახლეობას, იყავით მშვიდად და ყურადღებით. ძალიან გთხოვთ, აცნობეთ პოლიციას ყველა საეჭვო შემთხვევის შესახებ,“ – ნათქვამია სადიკ ხანის განცხადებაში.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პოლიციამ ადგილობრივი დროით 22.33 საათზე შეიტყო. სამართალდამცველებს თვითმხილველებმა აცნობეს, რომ უცნობი ადამიანი დანით გამვლელებს თავს ესხმოდა.

თავდამსხმელი პოლიციელებმა ელექტროშოკების საშუალებით მალევე დააკავეს, მისი ვინაობის შესახებ, ჯერ-ჯერობით, არ საუბრობენ.

პოლიცია ტერორისტულ თავდასხმას არ გამორიცხავს. ამასთან, სკოტლენდ-იარდში აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელს, შესაძლოა, ფსიქიკური აშლილობა ჰქონდეს.