LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი საღამო ევროპაში“ – ლიზა ბათიაშვილისა და გოტიე კაპუსიონის კონცერტი 17 ივნისს იგეგმება

70

ნიკოლოზ რაჭველი თავისი „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით ყურადღებას ამახვილებს კონცერტზე, რომელიც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილისა და ჩელისტ გოტიე კაპუსიონის მონაწილეობით, 17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იგეგმება.

ნიკოლოზ რაჭველი აღნიშნავს:

„ვიზის გარეშე შეგვიძლია ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა, მაგრამ ავიაბილეთი და საზღვარზე მთელი რიგი დოკუმენტების წარდგენა მაინც გვესაჭიროება, მაგრამ ვისაც სურს, ყოველივე ბიუროკრატიის და შორს გამგზავრების გარეშე ერთი საღამო ჭეშმარიტ ევროპაში გაატაროს ველით 17 ივნისს ოპერის თეატრში, სადაც კლასიკური საშემსრულებლო ხელოვნების ორი მსოფლიო ვარსკვლავი საქართველოს ეროვნულ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს. ლიზა ბათიაშვილი და გოტიე კაპუსიონი. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელის ყველას, ვინც ჩვენი სეზონის დახურვაზე გადაწყვეტს დასწრებას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები