LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წელი ხანძრიდან – რა ვითარებაა ბორჯომში გადამწვარ 950 ჰექტრამდე ტყის მასივში [ვიდეო]

ერთი წელი ბორჯომის ტყის ხანძრებიდან – გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბორჯომში დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი შარშან ზუსტად იმ ტერიტორიაზე იყო, სადაც ცეცხლი 10 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს გაჩნდა. მთლიანობაში, განადგურდა 950 ჰექტრამდე ტყის მასივი.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე აღდგენას 250 ჰექტარის ფართობი ექვემდებარება, ამ დროისთვის გაწმენდილია ტერიტორია, ჩატარდა ეროზიის საწინააღმდეგო და ნიადაგის აღდგენითი სამუშაოები, შეკეთდა და გაიწმინდა ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკები.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ 10 წლის ვადაში ბორჯომის ტყის პირვანდელი ეკოსისტემა სრულად აღდგება.

 

თათია კაკიაშვილი