LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიან ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს

34

ერთიან ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს. სიახლის დანერგვა მომავალი წლისთვის იგეგმება. ამ შესაძლებლობაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი საუბრობს.

„ანიმაცია და ვიდეო შესაძლოა ტესტურ დავალებებში იყოს გამოყენებული. მაგალითად, უცხო ენაში ან ბიოლოგიაში. ვთქვათ, აჩვენებ უჯრედის გამრავლებას და აბიტურიენტს სთხოვ, ახსნას ეს რა არის. დაახლოებით, ასეთი დავალებები საბუნებისმეტყველო საგნების – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის პედაგოგებისთვისაც გვქონდა, რომლებსაც ექსპერიმენტული ნაწილი მოვუმზადეთ.

ან მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მოსმენის უნარის დავალებებში, როდესაც, ვთქვათ, მანჰეტენზე უყვები რაღაცას და თან უჩვენებ რაზე ესაუბრები. შემდეგ უკვე კითხვებს უსვამ. ასევე, დიალოგში – უსმენს დიალოგს და პასუხებს სცემს. აქ ჟესტიკულაციაც მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს მიმინოშვილი.

მისივე თქმით, სანამ აღნიშნული სისტემა დაინერგება, აუცილებელია სკოლებში ბავშვები მსგავსი ტიპის დავალებებზე ავარჯიშონ.

„ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სკოლაში ამას ასწავლიან და აბიტურიენტისთვის პრობლემას და ბარიერს არ წარმოადგენს, ამას ვერ შევთავაზებთ. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სკოლაში უცხო ენის გაკვეთილზე ასეთ რამეებზე ავარჯიშებენ, არ გვექნება უფლება გამოცდაზე ასეთი ტესტები დავახვედროთ აბიტურიენტს. თუმცა, შეგვიძლია რომ სკოლას შევთავაზოთ დახმარება. ამიტომ პლატფორმის მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, ამის შემდეგ ბევრი რამ გვეცოდინება. წლის ბოლოსთვის დიდი იმედი მაქვს, რომ პლატფორმაზე მუშაობა დასრულდება და ნიმუშებიც მომზადდება, რომ სკოლაშიც ივარჯიშონ მსგავსი დავალებების ამოხსნაზე. პირველ რიგში, ამას საპილოტე ხასიათი ექნება,“ – აღნიშნავს მაია მიმინოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები