LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება

49

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 23 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება. გამოქვეყნდება ცნობარის ელექტრონული ვერსიაც.
ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევნის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს, კერძოდ, სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, განმარტება გამოცდებისა და ფაკულტეტების მითითების შესახებ, ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა, ჩარიცხვისა და გრანტირების წესი. ცნობარში ასევე არის ცხრილი, რომელშიც მოცემულია უმაღლესი სასწავლებლების მონაცემები გამოცდების, მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლის საფასურისა და სხვა დეტალების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები