LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება

183

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მაია მიმინოშვილის განმარტებით, გარდა აბიტურიენტებისა, დღეს 15:00 საათიდან რეგისტრაცია იწყება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისთვის.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე www.naec.gov.ge და online.naec.ge უნდა გაიარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები