LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

95

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გადათვლაზე უარს ეხება, სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბოკუჩავას თქმით,  მათი სარჩელი, სადაც ისინი 73-ვე საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას ითხოვდნენ, პოლიტიკური მოტივით არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, სარჩელს რამდენიმე საბაბი ჰქონდა – ამომრჩევლების კონტროლი, ზეწოლა და ასევე, ის, რომ თითქმის არცერთმა საოლქო კომისიამ საუბნო კომისიების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ შედგენილი საჩივრები არ განიხილა.

პარტიის წევრები სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანენ. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავენ.

„სამწუხაროდ, ცესკო არ მოქმედებს საარჩევნო კანონმდებლობიდან და საარჩევნო კანონმდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ღებულობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს – მათ უგულებელყვეს და კენჭისყრით ჩააგდეს ჩვენი საჩივარი. შესაბამისად, დღეს ვაპირებთ, როგორც ეს კანონით დადგენილ ვადებში არის გათვალისწინებული, გავასაჩივროთ ცესკო-ს ეს უკანონო გადაწყვეტილება სასამართლოში და ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ ის, რაც რეალურად გააუქმებს ამ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები