LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთმანეთს აცდენილი უმაღლესი განათლება და დამსაქმებელთა მოთხოვნები

81

დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული განათლება, ხშირ შემთხვევაში, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს არ შეესაბამება. როგორც „ბიზნესკურიერში“ ჩართვის დროს „ეიჩ არ ჯის“ კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლეშჩინსკაიამ განაცხადა, ეს საკითხი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმის მთავარი საფუძველია, თუ რატომ არ მყარდება დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის სწორი კავშირი. მისი თქმით, დღეს სტუდენტებს არც ინტერესი აქვთ მოთხოვნადი სფეროების მიმართ და არც ამ ფაკულტეტების თუ სპეციალობების პოპულარიზაცია ხდება. „ეიჩ არ ჯიში“ აცხადებენ, რომ დღეს წარმოების სექტორში მაღალი მოთხოვნაა, რასაც ბაზარი ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ კომპანიებს ტექნოლოგების ჩამოყვანა უცხოეთიდან უწევთ. დასაქმების სააგენტოში ამბობენ, რომ აუცილებელია ამ მიმართულებების პოპულარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები