LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთობლივ პროექტი “ვითიბი” ბანკისგან და „ეპიკ დეველოპმენტისგან“

96

“ვითიბი” ბანკი და „ეპიკ დეველოპმენტი“ მომხმარებელს ერთობლივ პროექტს სთავაზობენ. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ნებისმიერ ფიზიკურ პირს, შესაძლებლობა აქვს, ”ვითიბის” იპოთეკური სესხით, შეიძინოს ბინა ხელსაყრელი პირობებით და მხოლოდ პირადობის მოწმობით.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური პირობები იპოთეკურ სესხზე მოქმედებს „ეპიკ დეველოპმენტის“ სამ მიმდინარე პროექტზე:

  • სახლი ალ.ყაზბეგის გამზირზე, ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარედ
  • საბურთალო, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისიდან 300 მეტრში)
  • სახლი მეტრო სარაჯიშვილთან (ხევძმარის №30)

სესხი გაიცემა მხოლოდ პირადობის მოწმობით, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, ათი წლის ვადით, თანამონაწილეობა  20%-დან.

„ეპიკ დეველოპმენტის“ სახლში ბინის შეძენა შესაძლებელია ”ვითიბი” ბანკის ახალი მომსახურების „იპოვე სახლი“ -ს ფარგლებში.

ამომწურავი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამშენებლო კომპანიის ოფისში ვითიბი ბანკის წარმომადგენელთან ან ვებ გვერდზე www.vtb.ge. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები