LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ადამიანი საკვებს ურნაში თავისთვის არ ეძებს” – ემოციური ამბავი ფოტოს ავტორისგან

114

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ფოტოსთან ერთად.

ფოტოზე მოხუცი ქალია ასახული, რომელიც ურნაში საკვებს ეძებს.

როგორც გოგა ჩანადირი წერს, ქალი ნარჩენებს არა თავისთვის, არამედ ძაღლებისთვის აგროვებს, თან ყოველდღიურად.

“ეს ადამიანი საკვებს ურნაში თავისთვის არ ეძებს. ასე დადის და უკან რვა ძაღლი დაჰყვება. იღებს ურნიდან საკვებად ვარგის ყველაფერს და ამ ძაღლებს აჭმევს ფულს არ გამოგართმევთ, არ მჭირდებაო ამბობს. ძაღლებიდან ყველა, ზოგი მოხუცია, ზოგი ავადმყოფი. ჯანმრთელი ძაღლები არასოდეს მიდიან თვითონ.პენსია და დახმარება თვითონ ჰყოფნის, ყოველ დილას კი ამ ძაღლებისთვის საჭმელის საპოვნად გამოდის. ხო ვითომ არაფერი, ქვეყნის ხალხი დადის ამ ქუჩაზე და ვერც ამჩნევენ და რა მაგარი ქალია და რა მაგარი ამბავია “, – წერს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები