LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია – აფგან მუხთარლი

65

ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია,– ეს განცხადება აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, სასამართლო სხდომის შეფასებისას გააკეთა.

აფგან მუხთარლის ადვოკატმა პროცესზე 9 შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მხოლოდ ერთი დაუკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატის გვერდით ჯდომას ეხებოდა. დანარჩენი რვა შუამდგომლობა, მათ შორის საზღვარზე არსებული ვიდეომასალის საქმისთვის დართვა, ექსპერტიზის ჩატარება  მტკიცებულების სახით ამოღებულ ფულზე, არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს პრეზიდენტის 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, ასევე, ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია მოწმობს, რომ აფგან მუხთარლი იყო მოტაცებული საქართველოდან. ჩვენი ეს მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, თუმცა სასამართლომ ისინი მხედველობაში არ მიიღო,“ – განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, ნიმათ კარიმლიმ.

სასამართლო პროცესს სამოქალაქო აქტივისტები და აფგან მუხთარლის მეგობრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები