LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება“ – ლაგოდეხის რაიონში ოჯახი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს

325

წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც ძალიან აქტუალურია „საიდუმლო სანტა“, თქვენ შეგიძლიათ, ლაგოდეხის რაიონში მცხოვრებ ოჯახს დაეხმაროთ, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ავრცელებს „ფეისბუქ“-მომხმარებელი თიკო იობიძე და აღნიშნავს:

„ჩემო უცნობო და ნაცნობო მეგობრებო… გთხოვთ, თუ რამე გაქვთ და ამ ახალ წელს გინდათ, ვინმე გაახაროთ, დავეხმაროთ ამ ოჯახს. ფანჯრების ფული შეგროვდა და ახლა რაც შეგვიძლია, შევუმსუბუქოთ ცხოვრება…“

კვირას, 25 დეკემბერს, კოლმეურნეობის მოედანზე, შეგიძლიათ, მიიტანოთ ნივთები და ნებისმიერი რამ, რაც ამ ოჯახს ყოფას შეუმსუბუქებს.

ოჯახი, სადაც ექვსი პატარა იზრდება, დარინა ჩაჩანიძემ აღმოჩინა, როდესაც მათთან დასახმარებლად ჩავიდა. მას შემდეგ მან სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო, რომლის საშუალებითაც სახლში, სადაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არის, ორი ფანჯარა ჩასვეს, საჭიროა 7000 ლარი, რომ სახლში ელემენტარული პირობები შეიქმნას. როგორც ცნობილი გახდა, ლაგოდეხის გამგებელმა 2000 ლარი უკვე ჩარიცხა ანგარიშზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ამიტომაც თანხის შეგროვება გრძელდება.

ძნელია, არ დავეთანხმოთ ერთ-ერთ „ფეისბუქ“-მომხმარებელს, რომელიც ამ ფოტოებს აზიარებს და წერს: „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!..“

საკონტაქტო პიროვნება – დარინა ჩაჩანიძე 599 09 00 33

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები