LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის”- ქართველი პოლიტიკოსები ჯანელიძის განცხადებაზე

198

მიხეილ ჯანელიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, სერგეი ლავროვს შეხვდეს, ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „საქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც თუ იქნება, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს“. მინისტრის თქმით, ასეთი შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც და ამისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქმულა ამ ხელისუფლების მხრიდანაც.

„თუმცა, ჯერჯერობით ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ამისგან რაიმე დადებით შედეგს უნდა ველოდეთ. როგორც კი კონკრეტული შედეგი იქნება მოსალოდნელი, ამისთვის ყველა გზა უნდა გამოინახოს”, – განაცხადა სუბარმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის.

„თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის N1 თემა არის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს თუ იქნება ამოსავალი წერტილი და მიმართული იქნება იმისკენ, როგორ უნდა მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. სხვა შემთხვევაში, ასეთი ტიპის შეხვედრა ჩაითვლება როგორც შეხვედრა შეხვედრისთვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

პოპულალურები