LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არჩევნები წყვეტს თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო – ქუმსიშვილი

58

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ვიცე–პრემიერის განცხადებით, ეს თვითმმართველობის არჩევნები, ადგილებზე წყვეტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო, რეგიონები და დედაქალაქი.

“მე ხმა მივეცი სიცოცხლით სავსე ქალაქს, ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის შრომის ფასი, რომელიც აფასებს მოხუცებულებს, ჩვენს თაობას და ნამდვილად იცის, თუ რა უნდა მომავალს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელიც არჩევნებზე ქალიშვილთან ერთად მივიდა.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები