LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის აშშ-ის მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება – ირაკლი კობახიძე

94

“სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გამო არ დადგა [აგვისტოს ომში] მძიმე შედეგები და დამთავრდა ისეთი სახით, როგორც დამთავრდა,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რუსი გენერლის განცხადებას, რომელიც აგვისტოს ომში ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

საქმე ეხება გენერალ ხრულოვის განცხადებას. მისი თქმით, რუსული არმია 9 წლის წინ მზად იყო, საქართევლოს დედაქალაქის დასაპყრობად, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეეშინდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა რუსი გენერლის ეს განცხადება პირდაპირ აღიარებას, კობახიძე პასუხობს, რომ  “საქართველოსთვის დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია”.

რაც შეეხება იმას, ეს განცხადება ჰააგის სასამართლოზე ქართულ მხარეს მიანიჭებს თუ არა უპირატესობას, კობახიძემ უპასუხა, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ის იმედოვნებს, რომ სასამართლოში პროცესები ქართული სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით დასრულდება.

დღესვე კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაგმო და განაცხადა, რომ ეს არის აშშ-ის მყარი მხარდაჭერის დემოსტრირება.

 

პოპულალურები