LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ჩვეულებრივი შოუ – ირაკლი ბენდელიანი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს

297

“ყველასთვის ღიაა მთავრობის კარი, მასზე დაწწყრების შეზღუდვა არასდროს ჰქონოა არავის და ეს არის ჩვეულებრივი შოუ,” – ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებას, რომლის მიხედვითაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაზარალებულებს მთავრობის სხდომაზე მერთან შესაზვედრად არ უშვებდნენ.

“ჩვენ გვყავდა ორი სახის დაზარალებულები, რომელთაც დაუზიანდათ ავტომობილები და ბინები. ავტომანქანების ნაწილში 31 დაზარალებული გვყავდა, სადაც 29-ს უკვე მიეცა კომპენსაცია. ბინების ნაწილს რაც შეეხება, ველოდებოდით დასკვნას, უკვე მივიღეთ ეს დასკვა, სადაც ოჯახების მიხედვით არის გაწერილი ზიანი. უახლოეს დღებში ამ ადამიანებისთვის კომპენსაციები გაიცემა. თვითონ ის ბინები, რომლებიც არ იყო მდგრადი, ამაზეც მერიამ აიღო პასუხისმგებლობა და სრულად გაამაგრა. ამ კორპუსს იქამდეც ჰქონდა ავარიულის სტატუსი,”– განცხადა ბენდელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები