LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ხალხის სულში ჩაფურთხება”- აქცია რუსთაველზე დაკავებებით დასრულდა

80

ძველი პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, 4 ადამიანია დაკავებული. ფაქტზე საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აქცია საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულებმა გამართეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველი გამზირის გადაკეტვა სცადეს.

დაზარალებულები სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის კომპენსაციას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც დკავებეულები არიან გადაყვანილი.

“ეს არის ხალხის სულში ჩაფურთხება” – ასე აფასებენ მეანაბრეები დღეს, პარლამენტის შენობასთან პოლიციასა და მათ შორის მომხდარ დაპირისპირებას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი ნაწილი შიმშილისგან იხოცება, ნაწილი კი თვითმკვლელობამდე მიდის.

რუსთაველის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორთაჭალის განყოფილებასთან გადაინაცვლეს.

 

პოპულალურები