LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა და დამსაქმებელმა მეტად უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე – გია ვოლსკი მეშახტეების დაღუპვაზე

77

ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა და დამსაქმებელმა მეტად უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროფესია თავისი შინაარსით ისედაც საფრთხესთანაა დაკავშირებული.

„ასეთი ტრაგიკული შემთხვევები, ამდენი ხალხის დაღუპვა არ არის ერთი და ორი ადამიანის, ან თუნდაც იმ დასახლების პრობლემა, ეს მთლიანად საქართველოს პრობლემაა და საგანგებო განხილვას საჭიროებს. მაგრამ რამდენიც არ უნდა განიხილო, როგორი ძლიერი ინსპექტიების სისტემაც არ უნდა ჩამოაყალიბო, დამსაქმებელმა გაცილებით მეტი უნდა იზრუნოს ალბათ, თუმცა პროფესიონალის დასკვნა არის საჭირო,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები