LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე და მეუხერხულებოდა კითხვებზე პასუხის გაცემა – პაატა ბურჭულაძე

39

“ეს არის იმდენად თითიდან გამოწოვილი საქმე, რომ მეუხერხულებოდა კიდეც კითხვებზე პასუხის გაცემა,” –  ამის შესახებ, თითქმის, 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ბრალდებები, თითქოს ფონდის მიერ ნაყიდი სახლები უვარგისია, აბსოლუტურად აბსურდია. ეს შეკითხვა არც კი დასმულა”.

“ყველაფერმა საკმაოდ კორექტულად და კარგად ჩაიარა. მე კმაყოფილი ვარ, რომ ეს შეხვედრა საერთოდ შედგა. ეს ჩვენს ინტერესებშია, პირველ რიგში და სულ ცოტა ხანში, ალბათ, დადებენ დასკვნას და ეს საქმე დაიხურება. ყველამ იცოდა იქ, რომ ფონდი არა მარტო თვითონ ირჩევდა სახლს, არამედ იმ ოჯახის თანხმობით, სოცმუშაკის თანხმობით, გამგეობისა და ჩვენი ფონდის წარმომადგენლების. თავიდან ჩვენ, ფონდი ვუფორმებდით სახლს პირდაპირ ოჯახს, გაყიდვის უფლებით. ამას ის მოჰყვა, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს სახლები და ბავშვები დარჩნენ ქუჩაში. ამის შემდეგ შევცვალეთ და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს, მაგრამ გაყიდვა არ შეეძლო. 10 წელი გავიდა, რამდენიმე ოჯახმა გაყიდა. ახლა ჩვენ პირობაში ასეთი რამ გვაქვს: ოჯახს ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, მას გაყიდვის უფლება არა აქვს და მგონი, ეს არის აბსოლუტურად სწორი. ეს საქმე არ შეიძლება, რომ მალე არ დაიხუროს, რადგან არ არის არაფერი. ამდენი ხანი ვიჯექით, ძალიან კარგად იყო დასმული კითხვები, ყველაფერს პასუხი გავეცი. ბატონი მოსამართლე და გამომძიებელი დარწმუნდნენ, რომ ეს ბრალი უსაფუძვლოა,” –  აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ის ინტრნეტში გავრცელებული ფილმი, სადაც საუბარია, რომ 20 თუ 30 პროცენტი ხმარდებოდა შემოწირულობის ბავშვებს, დეზინფორმაციაა.

“ამაში დარწმუნდა პროკურატურაც, რომ შემოწირულობის 100 პროცენტი იხარჟებოდა და ახლაც იხარჯება ქველმოქმედებაზე. ეს რომ ფონდ “იავნანაზე” შეტევა ჩემს გამო ხდება, ამას წყალი არ გაუვა. ეს მე ვთქვი მაშინაც,”  – აღნიშნა ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები