LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება ძალიან დიდ ტკივილს და დანაკარგს – ქეთევან ციხელაშვილი

77

„ეს არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება ძალიან დიდ ტკივილს და დანაკარგს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა.

ციხელაშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„ჩვენ გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და არ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, კონფლიქტი და ომი. ეს არის სრულიად დაუშვებელი, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მეორე დასკვნა, რაც 24 წლის თავზე შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ დღეს არსებული ვითარება, რომელიც შექმნილია განგრძობითი ოკუპაციის და მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში, ნამდვილად არ ემსახურება არც ქართველების, არც აფხაზების ინტერესებს. დღეს ვითარება ძალიან მძიმეა. მიმდინარეობს . რუსიფიკაციის პროცესი, განგრძობითი ოკუპაცია, რაც არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რეალობის გაცნობიერებით, გადავდგათ ნაბიჯი,“ -განაცხადა ციხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები