LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ჩემი ცხოვრებაა და თან ის ყველაფერი რასაც CNN-ზე ხედავთ” – გვასალიას ინტერვიუ VOGUE-სთან

43

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, ვოგთან მის ახალ კოლექციაზე, საქართველოზე და მტკივნეულ ბავშვობაზე ისაუბრა.

მან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მთლიანი კოლექცია საქართველოს მიუძღვნა. ამ ჩვენებით, ის იბ ბრაზსა და შიშს დაუდგა წინ, რომელიც ბავშვობიდან მოყვება.

“მე ეს კოლექცია საქართველოს მივუძღვენი. საქართველოს, სადაც მე და ჩემი ძმა გურამი ერთად 90-იანებში გავიზარდეთ და ომს, რომელიც მოხდა, როდესაც იქ ვცხოვრობდით. მინდოდა ამ ჩვენებით ბრაზს, შიშს, ტკივილს წინ დავდგომოდი. აქამდე არ მინდოდა ამის გახსენება” – ამბობს გვასალია ინტერვიუში.

ვოგის ჟურნალისტი წერს, რომ სანამ ამ თემატიკას შეეხებოდა, დემნა 2 წელი თერაპევტთან დადიოდა.

“არასდროს მიგვრძნია თავი ასე შემოქმედებითად ბედნიერად, ასე რომ თავი საკმარისად დაცულად ვიგრძენი ამის გარეთ გამოტანით. დღეს ყველა ომზე, დევნილებზე საუბრობს და მე ზუსტად ვიცი ეს რა არის. უცნაურია, ეს ჩემი ცხოვრებაა და თან ყველაფერი ისაა, რასაც CNN-ზეც ნახავთ,“ – აღნიშნა გვასალიამ ინტერვიუში.

ვოგის სტატიაში ასევე ვკითხულობთ ისტორიას აფხაზეთის ომის შესახებ, რომლის დროსაც, დემნას ოჯახთან ერთად, სახლ-კარის დატოვება მოუწია. სტატიაში აღნიშნულია, რომ დიზაინერის ეს პოლიტიკური მესიჯები, ბევრად უფრო ეფექტიანად გავრცელდა, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის კომენტარები.

ნახეთ გვასალიას კოლექციიდან ფოტოები: გვასალიას ახალი კოლექცია – დემნა მსოფლიოს “საქართველოს ჩააცმევს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები