LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჩვენგან მოპარული მილიარდებიდან ნაყიდი სასახლეა – შალვა ნათელაშვილი

83

“ეს არ არის შეძენილი რუსეთში ნაქურდალი ფულით, ეს ჩვენგან მოპარული მილიარდებიდან გაღებული 8 მილიონი დოლარით არის ნაყიდი,” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, მანჰეტენ ბიჩიდან ლაივ ჩართვის დროს განაცხადა.

ნათელაშვილის ინფორმაციით, ის იმყოფება მანჰეტენ ბიჩზე, ბიძინა ივანიშვილის სახლის მოპირდაპირე მხარეს. ვიდეო მიმართვის დროს მაყურებელს დეტალურად აჩვენებს, მისივე თქმით, ივანიშვილის სასახლეს.

“ეს გახლავთ მილიონერთა ქალაქი, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა დასახლება, ნიუ-იორკის უპრესტიჟულეს რაიონში, პირდაპირ ოკეანის პირზე. თქვენ აქ ხედავთ მილიონერ-მილიარდერთა იახტებსაც, რომლებიც ჩამწკრივებულია პირდაპირ მათი სასახლეების წინ. 
ჩვენ პირდაპირ ყველაზე დიდი სასახლე ეკუთვნის, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს დამაქცეველს, მის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს. ეს არ არის შეძენილი რუსეთში ნაქურდალი ფულით, ეს ჩვენგან მოპარული მილიარდებიდან გაღებული 8 მილიონი დოლარით არის ნაყიდი,” – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილი აშშ-ში შეხვედრებს მართავს.

https://www.facebook.com/natelashvilishalva/videos/1859012724111877/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები