LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ცვლილებები არის ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულება – თამარ ჩუგოშვილი

38

„ეს ცვლილებები არის, პირველ რიგში, ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულება,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, განაცხადა.

ამით ის კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

ის რეკომენდაციები, რომლებიც საბოლოო დასკვნაში იყო, ფაქტობრივად, სრულად იქნება ასახული კონსტიტუციაში. ორი პოლიტიკური საკითხი არის ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისადისინი აქტიურად ითხოვდნენ როგორც ბონუსის სისტემის გაუქმებას, ასევე, ბლოკების შენარჩუნებას. დანარჩენი ორი შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ეს ცვლილებები ძალიან პოზიტიური ცვლილებებია და მხოლოდ უკეთეს გახდის კონსტიტუციის საბოლოო ტექსტს,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები