LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს დღეც დადგა: იან სომერჰარდერი კვლავ ვამპირის როლს შეასრულებს

642

ცნობილი ხდება, რომ კომპანია Netflix ახალი სერიალის გადაღებას იწყებს. სატელევიზიო შოუს სახელწოდება „ვამპირების ომია“ და მასში მთავარ როლს იან სომერჰარდერი შეასრულებს. ეს უკანასკნელი საზოგადოებამ სერიალ „ვამპირის დღიურებით“ გაიცნო, სადაც მსახიობმა დეიმონ სალვატორეს როლი განასახიერა. სომერჰარდერი სერიალის ბოლომდე შემორჩა შემოქმედებით გუნდს. ახალ სერიალს სახელწოდებით V-Wars ბრედ ტერნერი იქნება, რომელიც სერიალ „ჯაშუშის“ ერთ-ერთი რეჟისორიც იყო.

სომერჰარდერი შოუში ექიმ ლუთერ სვონის როლს განასახიერებს, რომელიც იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც უცნობი ვირუსი ვრცელდება. ეს კი ადამინებს ვამპირებად აქცევს. მთავარი გმირის უახლოესი მეგობარიც სასტიკი ვამპირი ხდება, რაც ექიმის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები