LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გარემოება არის ძალიან ცუდი” – საგამოცდო ცენტრების კონდიცირების პრობლემით პრემიერი დაინტერესდა

81

„ეს გარემოება არის ძალიან ცუდი“ – პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის პრობლემაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საგამოცდო ცენტრების კონდიცირების საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

„მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. მე გავრკვევი რატომ მოხდა ეს, რატომ დადგა ასეთი გარემოება, რომელიც არის ძალიან ცუდი,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

განათლებისა სამინისტრო მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში, განსაკუთრებით მზიან მხარეს დამონტაჟდა.

„ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ცენტრების აღჭურვა, რომელიც სოლიდურ ბიუჯეტს საჭიროებს, მხოლოდ და მხოლოდ პილოტირების შემდეგ განხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ყველა საგამოცდო ცენტრში შესაბამისად მოწესრიგდა და გარემონტდა სველი წერტილებიც,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გადაწყვეტილებით, კონდიცირება მხოლოდ რუსთავში მდებარე საგამოცდო ცენტრში მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები