LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გარყვნილ ევროპაში ხდება, დაგვიბარეს მშობლები და კატეგორიულად გაგვაფრთხილეს..”

349

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ  სულაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ინტერნეტსაფრთხისგან ბავშვების დაცვის შესახებ, ევროპაში არსებულ მიდგომაზე ვრცელ  სტატუსს აქვეყნებს:

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება 

დაგვიბარეს მშობლები და კატეგორიულად გაგვაფრთხილეს: მკაცრად ვაკონტროლოთ 12 წლამდე ბავშვები ინტერნეტთან ურთიერთობის დროს. არ მივცეთ უფლება გაწევრიანდნენ სოციალურ ქსელებში.

ყოველდღირად შევამოწმოთ ინტერნეტის გამოყენების ისტორია თუ რომელ საიტებს სტუმრობენ.
მოსწავლეებს აეკრძალათ კოლეჯებში სმარტფონების გამოყენება.
ჯარიმა ეკისრება მშობლებს თუ მათი შვილი იყენებს ისეთ თამაშებს რომელიც არ არის ლიცენზირებული შესაბამისი სამსახურის მიერ.
და რაც მთავარია – ყველა პროვაიდერი კომპანია ვალდებულია შექმნას კოდირებული სისტემა რომელის საშუალებითაც დაცული იქნება ბავშვების უსაფრთხოება.
თუ ბავშვი შემთხვევით შევა ისეთ საიტებზე სადაც პროპაგანდა ეწევა ძალადობას ან სექსს ავტომატურად დაიბლოკება ინტერნეტი და მიიღებ შეტყობინებას გაფრთხილების სახით.
წინააღმდეგ შემთხვევაში სოცმუშაკები ყურებს აგვახევენ მშობლებს და სოლიდურ ჯარიმებს დაგვაკისრებენ. 

https://www.facebook.com/sulaber/posts/1571046099621097?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები