LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა და მთავარი საცხოვრებელი – პრემიერი გორში დევნილებს შეხვდა

53

გორში ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.

დღეს არ არის პრემიერმინისტრის და პოლიტიკოსების გამოსვლის დღე, დღეს არის თქვენი დღესასწაული. გილოცავთ ყველას დამდეგ შობაახალ წელს, გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ. ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ეს იქნება თქვენი ერთერთი ბინა და მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით. ღმერთის შეწევნით, ჩვენი დიდი მეცადინეობით, ყველანი შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, ვიცხოვროთ მშვიდობაში და ამ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდეთ ასეთი მომღიმარი სახეები. გილოცავთ ამ დღესასწაულს და დამდეგ შობაახალ წელს!“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დევნილი პედაგოგის, მედეა მაკრახიძის ოჯახს, სამოთახიანი ბინის გასაღები გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები