"ეს ის ნიშნებია, რომელიც დროულად უნდა ამოვიცნოთ" – ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვთა ხშირი ავადობის შესახებ | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

„ეს ის ნიშნებია, რომელიც დროულად უნდა ამოვიცნოთ“ – ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვთა ხშირი ავადობის შესახებ

პოპულარული

„ეს ის ნიშნებია, რომელიც დროულად უნდა ამოვიცნოთ“ – ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვთა ხშირი ავადობის შესახებ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ხშირად მოავადე ბავშვებზე საუბრობს და იმ საჭირო რეკომენდაციებს გვაძლევს, რომელიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ. ვიდეოს კომპანია  „Alpen Pharma Group” ავრცელებს.

„დღეს ჩვენ გვინდა, შევეხოთ ამ თემას გამომდინარე იქიდან, რომ სწორად დავაკვალიანოთ ჩვენი კოლეგები, მშობლები და პაციენტები, როდის არის მნიშვნელოვანი ხშირად ავადობის უკან გამოვარკვიოთ, რა დაავადებები და ნოზოლოგიები შეიძლება იყოს. ეს მნიშვნელოვანია, რათა არ დაგვიანდეს, სწორი დიაგნოზი დროულად იქნას დასმული ან თუ სანერვიულოდ არ გვაქვს საქმე, ყველანი ერთად მშვიდად ვიყოთ.

ხშირად მოავადე ბავშვის შემთხვევაში ძალიან ბევრი მიდგომა არსებობს და ძალიან ბევრი რაოდენობა იმ ინფექციებისა, რომელიც ნორმად მიიჩნევა. თუმცა, მაინც ყველა შეთანხმებულია, რომ წლამდე ასაკის ბავშვი 7-8 ჯერ შეიძლება ავადმყოფობდეს და ეს ნორმაა. 2-დან 3 წლამდე ასაკში შეიძლება, ინფექციების რაოდენობა 10-მდეც კი იყოს, 4-5 წლის ასაკში შეიძლება იყოს 6 ან მეტი ინფექცია. შემდგომ ინფექციების რაოდენობა იკლებს.

როდესაც ვლაპარაკობთ მარტივ რესპირაციულ ინფექციებზე, ეს დაავადებები აუცილებლად უნდა იყოს თვითლიმიტირებადი ანუ თვითმორჩენადი. ეს ინფექციები ძალიან რთული მედიკამენტების დახმარებით არ უნდა რჩებოდეს და იკურნებოდეს. პაციენტი საშუალოდ 8 დღეში არაუგვიანეს 2 კვირისა, სრულიად ჯანმრთელი უნდა უბრუნდებოდეს სოციუმს. თუ ეს ავადობა ამ ფარგლებშია, არაფერი გართულებული და სერიოზული არ არის, მაშინ ამ დაავადებებზე ჩვენ არ ვნერვიულობთ და ოჯახებს ვამშვიდებთ და ვაკვალიანებთ. ანუ არაფერი სერიოზული მათ იმუნურ სისტემაში არ ხდება, მათ არანაირი მნიშვნელოვანი დაავადება არ აქვთ. ეს არის ტრანზიტორული ანუ ასაკთან ერთად წარმავალი იმუნური სისტემის მოუმწიფებლობა, რომელიც თანდათან გამოსწორდება და როდესაც პაციენტი მოზრდილობის ასაკს მიაღწევს, დარჩება ერთი, ან ორი ავადობა, რაც ყველა ადამიანისთვის ნორმაა და ჩვენს კონსტიტუციურ უფლებად ითვლება.

ხშირად მოავადე 50%  ყველა 100  ბავშვიდან არის ჯანმრთელი. დარჩენილი 30-დან ალერგიის ანუ ატოპიის მატარებელია. დარჩენილი 20%–დან, 10% რომელიმე ქრონიკულ დაავადებას უჩივის. და ბოლოს, დარჩენილი 10 %, ეს არის რომელიმე თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნური სისტემის დაავადება. ეს 50% მე გავშალე 3 ძირითად ვარიანტზე: ალერგიაზე, იმუნოდეფიციტზე და ქრონიკულ ავადმყოფობებზე.  აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ალერგიის შეფასება, მისი გამოკვლევა შეუძლია პედიატრსაც, პირველადი რგოლის ექიმს ანუ ოჯახის ექიმს, არაფერს ვამბობ ალერგოლოგსა და ვიწრო სპეციალისტზე. ასევე მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების სწორი მკურნალობა, მართვა , პროფილაქტიკა და ხშირი ავადობების თავიდან აცილება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თანდაყოლილი თუ შეძენილი იმუნოდეფიციტის დროული მკურნალობა და მათი აღმოჩენა.

ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მინდა ვთქვა იმუნოდეფიციტთან მიმართებაში, განსაკუთრებით ჩემი კოლეგებისთვის და ასევე მშობლებისთვის, არსებობს 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა და პედიატრმა უნდა იცოდეს.

თუ თქვენ ამჩნევთ, რომ რომ თქვენს შვილს აქვს 4 ან მეტი შუა ყურის ანთება წლის განმავლობაში, აქვს 2 სინუსის ანუ ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, 2 და მეტი ფილტვის ანთება წლის მანძიზე, ანტიბიოტიკების რამოდენიმეჯერ მონაცვლეობით მიღების შემთხვევები, თუ აქვს დაჩირქებისკენ მიდრეკილი კანი, თუ მათ აქვთ პირის ღრუში თეთრი ფერის გამონაყარი, რომელსაც რძიანა ანუ სოკოვანი დაავადება ქვია, ასევე თუ ოჯახში თანდაყოლილი სეფტიცემია იყო ჩვილობის ნეონატალურ ასაკში, თუ ოჯახში იყო იმუნოდეფიციტის რომელიმე ფორმა, ეს ის ნიშნებია, რომელიც დრულად უნდა ამოვიცნოთ. აქ დროულად უნდა ჩაერთოს სპეციალისტი, ეს იქნება პედიატრი, ალერგოლოდ-იმუნოლოგი, რათა ამ დაავადების უკან სერიოზული გართულებები თავიდან ავიცილოთ. ეს გრძელვადიანი ჯანმრთელობის საწინდარი გახდება.

რჩევები /

|

10 მაისი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => bidzina-kulumbegovi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 240924
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => bidzina-kulumbegovi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 240924
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 4907
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => bidzina-kulumbegovi
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => bidzina-kulumbegovi
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (240924) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (4907)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 225848
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-03-22 16:36:30
                    [post_date_gmt] => 2018-03-22 12:36:30
                    [post_content] => როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია, მწვავდება თუ არა ალერგია ვირუსული ინფექციის დროს, მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა, აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე  და რა დროს კეთდება ალერგიის საწინააღმდეგო აცრები  – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია და რა არის მისი ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები?

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რა არის სეზონური ალერგია და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. სეზონურ ალერგიას რამოდენიმე ისტორიული სახელი აქვს, ხშირად მას  ალერგიულ რინიტს ეძახიან, ასევე პოლინოზსა და თივის ცხელებას. მიზეზი თავად დასახელებიდან მომდინარეობს, სეზონური ალერგია ძირითადად მცენარეული, მტვრის მარცვლის მიმართ ალერგიით არის გამოწვეული.
საქართველოში, ევროპაში, მათ შორის ამერიკაშიც ძირითადად გამოყოფენ სამი მცენარეული სეზონის პერიოდს. პირველი ეს არის ზამთრის ბოლოდან გაზაფხულის შუა პერიოდამდე, ანუ აპრილის 15-20 რიცხვამდე, ხეებისა და მათი მცენარეული მარცვლის მიმართ ალერგია. ეს ხეებია მურყანი, კიპარისი, ჭადარი, თხმელა და ა.შ მეორე უნდა დავასახელოთ ბალახები და მარცვლოვანი კულტურები. ბალახებიდან ეს გახლავთ ყველასათვის კარგად ცნობილი ინგლისური კოინდარი, თივა ქასრა, ჭვავი, ქერი, შვრია, სიმინდის მტვერი. მათი ყვავილობა არის აპრილის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდამდე. ამის შემდეგ იწყება მესამე ყვავილობის პერიოდი, ეს გახლავთ მცენარეთა ნაირსახეობა, რომელსაც ბოტანიკოსები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცნობენ, როგორც სარეველა მცენარეებს. მათ შორის ყველაზე ძლიერი და აგრესიული ალერგენია ამბროზია, ასევე ავშანი, ბაბუაწვერა და მრავალძარღვა. ადამიანს, რომელსაც  აქვს ალერგია ამ მცენარეების მტვრის მარცვლის მიმართ, წელიწადის ამ დროს, ანუ აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის პერიოდში, უვლინდება ალერგიის სიმპტომები.
https://www.youtube.com/watch?v=WUN7c8_Ljd0 რაც შეეხება მცენარეების მიმართ ალერგიის სიმპტომებს და იმას, სად არის დარტყმის ძირითადი სამიზნე სეზონური ალერგიის დროს. უხშირესი გამოვლინება სეზონურ ალერგიას აქვს ალერგიული სურდოს სახით ანუ ცხვირის ლორწოვანის ალერგიული ანთება, იგივე ალერგიული რინიტი. სურდოს გარდა რინიტს ახასიათებს გამონადენი, ცხვირის ქავილი, ცემინება და რაც პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია, ცხვირის გაჭედილობა. თუ ალერგიის პროცესში ჩაერთო თვალის ლორწოვანი გარსი, ვითარდება ალერგიული კონიუქტივიტი, რაც გამოვლინდება თვალის სიწითლით, თვალის ძლიერი ქავილითა და ცრემლდენით. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვთ არაკონტროლირებადი სეზონური ალერგია, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ეს ალერგია ქვედა სასუნთქ გზებში ჩაენაცვლოთ. ანუ ქვედა სასუნთქი გზები ეს არის ბრონქიალური ხე. თუ მე სეზონური მცენარეული ალერგენების ყვავილობის დროს ქვედა სასაუნთქი გზების ანთება განმივითარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ხველა, სუნთქვის გაძნელება, ამოსუნთქვისას მსტვინავი ხასიათის სუნთქვა.  მე ახლა ჩამოვთვალე სეზონთან ასოცირებული ბრონქული ასთმის კლინიკური სიმპტომები. ამიტომაც  ვამბობთ, რომ სეზონური ალერგია ძალიან მნიშვნელოვანია, ის დროზე სადიაგნოსტიკოა, დროულად ამოსაცნობი და სამკურნალოა, რადგან მისი ყველაზე ხშირი გართულება არის ბრონქული ასთმის განვითარების რისკი. და მეორე, ერთ სეზონს შესაძლოა წლიდან წლამდე სხვა ახალი მცენარეების მიმართ მგრძნობელობაც დაემატოს და სეზონი ადამიანს გაუფართოვდეს. ანუ თუ ის რამდენიმე წელი მხოლოდ აპრილსა და მაისში ავადობს, შესაძლოა მეხუთე წლის თავზე მას არც აგვისტო-სექტემბერში ჰქონდეს სიმშვიდე. ამას პოლინოზის გეოგრაფიის არეალის გაფართოებას ვეძახით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორალური ალერგიის სინდრომი, ხშირად მას ეძახიან Polen Food სინდრომს ანუ მცენარისა და საკვების სინდრომი. ეს ნიშნავს, რომ როცა პაციენტს აქვს ალერგია ამბროზიის ყვავილის მიმართ, ამბროზიის ყვავილის მსგავსი მოლეკულური შენება აქვს ბანანს, კივსა და ავოკადოს. ამიტომ თუ ადამიანს აქვს ამბროზიის მტვერზე ალერგია და აგვისტო-სექტემბერში  და მას თვალის, ცხვირის ან ბრონქიალური სიმპტომები აწუხებს, შესაძლოა წლის ნებისმიერ დროს,  ბანანის, ანანასის ან ავოკადოს მირთმევისას დაემართოს იგივე რეაქცია. ან ამას დაემატოს ტუჩთან და ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები. ალერგოლოგები ხშირად ვეხმარებით პაციენტებს, ჯვარედინი რეაქციების თავიდან აცილებაში. ანუ საუბარია ჯვარედინ მორეაგირე ალერგენებზე, როცა მცენარე და საკვები მსგავსი აგებულების გამო, ადამიანთან ერთნაირად რეაგირებენ.   მწვავდება თუ არა ალერგია ვირუსული ინფექციის დროს და რა გართულებას იწვევს ის? სამედიცინო მტკიცებულებითი ხარისხის კვლევებით დადგენილია, რომ ალერგიული განწყობის მქონე ადამიანებს ინფექციური დაავადებები ორჯერ უფრო ხშირად ხვდებათ და დაახლოებით, ორნახევარჯერ უფრო ხანგრძლივად გრძელდება გამოჯანმრთელების პერიოდი. ცხადია ამათი კომორბიდობა და თანხვედრა არ არის სასურველი, რადგან ჩვენ ინფექცია და ალერგია ერთმანეთს დავუკავშირეთ, ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს გამოვეხმაურები. პაციენტები ხშირად ინტერესდებიან, როგორ გავარჩიოთ სეზონური ალერგია გაციებისგან, რადგან სიმპტომები თითქმის იდენტურია. სეზონური ალერგია უხშირესად გვხვდება წინასასკოლო და სკოლის ასაკის ბავშვებში.
  • 2-3 წლამდე ასაკში სეზონური ალერგია ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკულად, არ გვხვდება. ეს იწყება დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან და თავის პიკს აღწევს 8-9-11-12 წლის ასაკში. ესეც ერთგვარი მინიშნებაა.
  • ტემპერატურული რეაქცია, რაც დამახასიათებელია ვირუსული ინფექციის დროს, ეს შესაძლოა იყოს 37.1– იც კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიისთვის ტემპერატურული რეაქცია დამახასიათებელი არ არის.
  • ცხვირიდან გამონადენი, ალერგიის დროს მეტად გვხვდება წყლისებური, მაშინ როდესაც გაციებისთვის დამახასიათებელია დასაწყისში გამჭვირვალე გამონადენი, რამდენიმე დღეში კი ის სქელდება, ბლანტი ხდება და ფერს იცვლის.
  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცემინების სიხშირე ალერგიული რინიტის დროს უფრო შეტევითია. ანუ მას ჩვენ ალერგიულ პაროქსიზმს ვეძახით. გაციების დროს ცემინებისას პაროქსიზმი არ გვხვდება.
  • ასევე ალერგიისთვის და განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში დამახასიათებელია ეგრეთწოდებული რბილი სასისა და მაგარი სასის ქავილი, ფხაჭნის შეგრძნება. ეს ცხადია, შესაძლოა, ინფექციისთვისაც იყოს დამახასიათებელი, მაგრამ მას ასეთი ხარისხის შემაწუხებლობა არ აქვს.
  • თუ 2-3 წლის მანძილზე, ერთსა და იმავე პერიოდში, დაწყებული გვიანი ზამთრიდან, შემდეგ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ატყობთ, რომ პაციენტს აქვს „გაციების“ სიმპტომები, უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი გაციება თვეების მანძილზე არ გრძელდება. ესაა ძირითადი მინიშნებები, მათი განგრძობადობა, განმეორებადობა და მცირედი ნიუანსები, რაც ალერგიის ამოცნობაში დაგვეხმარება.
თუ შესაბამისმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საქმე ალერგიასთან გვაქვს, რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს. მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა ან როგორ მოვარიდოთ ის თუნდაც მტვერს, რომელიც ყველგანაა? ალერგიის მართვა და მისგან საბოლოოდ განკურნება საკმაოდ რთულია, მაგრამ დღეს თანამედროვე მედიცინაში ალერგია კონტროლს ექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ცხოვრების ხარისხი არ გავიუარესოთ და სახლიდან შორს გულის ფანცქალით არ ვიაროთ, ანუ შესაძლებელია ყველაფერი დალაგდეს ექიმთან შეთანხმებით, შესაბამისი აფთიაქის მომზადებითა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით. რაც შეეხება ალერგიასთან ბრძოლას, ამ მოვლენას ჩვენ ალერგოლოგები ელიმინაციას ვეძახით. ანუ ალერგენებთან კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან არიდება. არსებობს ელიმინაციის სხვადასხვა ფორმები და რადგან თქვენ მტვერიც და მცენარეც ახსენეთ, მოდით გამოვყოფ ცალ-ცალკე. სეზონური ალერგიის დროს მთავარი ელიმინაციური ღონისძიება გახლავთ ის, რომ მზიან და ქარიან ამინდში, როდესაც ადამიანს აქვს დადასტურებული ალერგია მცენარეული მტვრის მიმართ, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს გარეთ სიარულს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ საბავშვო ბაღებსა და ჯგუფებში, სადაც დადასტურებულია ალერგიის შემთხვევა, აღმზრდელს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ ამ დროს ბავშვის გასეირნება და ბუნებასთან კონტაქტი არ შეიძლება. ეს მისთვის შესაძლოა ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. მე მახსენდება პრაქტიკიდან ჩემი პაციენტის შემთხვევა. სკოლის მოსწავლე, რომელსაც ჰქონდა სეზონური ალერგია და ცხადია, სიტუაცია კონტროლზე იყო. ოჯახი შიდა ქართლში ცხოვრობს და მოხდა ისე, რომ ბავშვმა ერთ-ერთი ექსკურსიის დროს მთელი დღე გაატარა მინდორში. აგროვა ყვავილები, მთელი დღე იყო ბუნებაში და სამწუხაროდ მოხდა გართულება, ანუ მის ორგანიზმში და ბრონქიალურ ხეში მოხვდა ძალიან დიდი ოდენობით მცენარეული მტვრის ალერგენები. მას განუვითარდა უმძიმესი ბრონქოსპაზმი , იმავე საღამოს ის მოხვდა იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში, რამოდენიმე დღე მან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გაატარა და ცხადია მე ძალიან განვიცადე, როდესაც მშობელმა შემატყობინა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სეზონური ალერგიის მქონე ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ  ბუნებასთან კონტაქტს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, ძალიან საშიშია სეზონური ალერგიის დროს მინდორში და ღია სივრცეში თამაში. მაგალითად რაც უფრო ფართო ფოთლოვანია ტყე, ეს ფოთლები ასრულებენ ბუნებრივი ფილტრის როლს. მცენარეული მტვერი ამ ფოთლებზეა დალექილი და შესაძლოა ამ ტყეში ადამიანი, რომელიც ქვემოთაა საერთოდ არ შეაწუხოს ალერგიამ. ასევე ბუნებრივი ფილტრის როლს თამაშობს ზღვა და წყლის დიდი სივრცე. ამიტომ სეზონური ალერგიის დროს ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს, რომ ზღვის კლიმატი ყველაზე კარგია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როცა საუბარია სასკოლო ავტობუსებზე, აუცილებლად გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სეზონური ალერგიის მქონე ბავშვებისთვის ტრანსპორტირების პერიოდში ფანჯრები უნდა იყოს ამოწეული. ჩამოწეული ფანჯრით, მაღალი ან საშუალო სიჩქარით გადაადგილება უზრუნველყოფს დახურულ სივრცეში დიდი რაოდენობით მტვრის დაგროვებას, რაც შესაძლოა ბავშვისთვის მთელი დღის მანძილზე გართულების საფუძველი გახდეს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს, სადაც მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობთ, ქალბატონ მაია გოთუას ხელმძღვანელობით, გვაქვს საიტი, სადაც ხელმისაწვდომია მტვრის მარცვლის ყოველკვირეული მონიტორინგი. ამას ყოველკვირეულად ამინდის პროგნოზის მსგავსად ვაწვდით ადამიანებს, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა და ამ ინფორმაციას ამინდის პროგნოზთან ერთადაც აცხადებენ.
ახლა რაც შეეხება ოთახის მტვერსა და მასში არსებულ ტკიპას. ოთახის მტვერს მაქსიმალურად ვებრძვით სახლის პირობებში, შეძლებისდაგვარად საუკეთესო მტვერსასრუტით, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებით, სილიკონის თანამდროვე ლეიბებით. ელიმინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი და გადამწყვეტი ცხადია, არ არის. რაც შეეხება კურორტოთერაპიას... აქ მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც სეზონური ალერგიების არსებობისას ვიცით, რომ თბილისის პირობებში თქვენი სეზონი მაისია, ზღვის დონიდან 700-800 და მეტი სიმაღლეზე სეზონური ყვავილობა დაახლოებით თვე, თვენახევრით გვიან იწყება. ამიტომ მთაში წასვლის სეზონს უნდა დავამთხვიოთ ისე, რომ აქ დამთავრებული სეზონი იქ დაწყებული არ დაგვხვდეს. როდესაც მეკითხებიან, სად ჯობს დასვენება მტვრის ალერგიის შემთხვევაში, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს არის ზღვის დონიდან 1350 ან 1400 მეტრი სიმაღლის ადგილი, რადგან აქ ოთახის მტვრისთვის არასასურველი გარემოა.  ეს გახლავთ მაღალმთიანი საქართველოს კურორტები. მაგალითად იგივე ბაკურიანი, აბასთუმანი, ცემი, შოვი, ბახმარო , სადაც შეუძლიათ მტვრის ალერგიის მქონე ადამიანებმა დაისვენონ. ყვავილობა მაისში, ეს ის პერიოდია, როდესაც მშობლებს ხშირად ურჩევენ ზედა თუ ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვები წაიყვანონ იქ , სადაც ყვავილობა მკვეთრად გამოხატულია. რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს? ამ კითხვას მშობლები ძალიან ხშირად სვამენ, წავიდეთ თუ არა ყვავილობის დროს დასასვენებლად. ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს, რომელიც წინასწარი შეფასების გარეშე წასულა ყვავილობის სეზონზე ანუ მაშინ, როდესაც მცენარის მარცვლის მტვერი მაქსიმალურად იფრქვევა და უკან გამობრუნებულა რამოდენიმე დღის შემდეგ.  აღმოჩნდა, რომ ბავშვს აქვს  სწორედ იმ მცენარეების ალერგია, რომლის ყვავილობის დროსაც ის წავიყვანეთ კურორტზე. რათქმაუდნდა ეს გაუმართლებელია, ბავშვი დადგა რისკის ქვეშ, მას იქ კლინიკური სიმპტომატიკა გაურთულდა, განვითარდა ძლიერი ხველა, ბრონქოსპაზმი და ა.შ. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ალერგია არ გვაქს, სამედიცინო მტკიცებულებითი კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ მცენარეების გამოფრქვევას სასუნთქი სისტემისთვის რაიმე გამაჯანსაღებელი თვისება აქვს, ჩვენ მედიცინაში არ გაგვაჩნია. ალერგიის საწინააღმდეგო აცრები, რა ტიპის ალერგიის მქონე ადამიანებისთვისაა ის განკუთვნილი და როდის დგება ამ აცრების ჩატარების აუცილებლობა? როდესაც ვსაუბრობთ სეზონურ ალერგიაზე, არსებობს ორი გზა. პირველი ესაა ფარმაკოთერაპია, ანუ წამლის გამოყენებით მკურნალობა და მეორე, არის გრძელვადიანი და უფრო სტაბილური განკურნება, როდესაც შესაძლებელი არის აღმოჩენილი ალერგენის მიმართ აცრის გაკეთება ანუ იმუნოთერაპია. დესენსიბილიზაცია, მგრძნობელობის დაკარგვა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. საწყის ეტაპზე, ჩვენ მივმართავთ მკურნალობის ორივე  მეთოდს. ფარმაკოთერაპიას მივმართვათ ყველა ადამიანთან, ვისაც კლინიკურად ეს აწუხებს, წამლების არსენალი დღეს ალერგოლოგიას და ზოგადად მედიცინას, ბევრი აქვს. ვის ეკუთვნის ეს აცრა ანუ შეგუება ალერგენებზე და რა ასაკიდან კეთდება ის? დადგენილი სამედიცინო ჩვენებით და კვლევებით, ალერგიული დესენსიბილიზაცია კეთდება 6 წლის ასაკიდან. ვის უნდა ჩაუტარდეს ის? - მე დავყოფდი პაციენტებს სამ კატეგორიად. პირველი, როდესაც ვუმკუნალეთ პაციენტს, ის კარგად გახდება და შესაძლოა ეს მკურნალობა მისთვის საკმარისი აღმოჩნდეს და მას შესაძლოა, არ უღირდეს სამი წელი აცრის კეთება. ამიტომ ხშირად ასეთი პაციენტი მოცდის რეჟიმს ამჯობინებს. ამ შემთხვევაში მე მივყვები მათ ლოგიკას და რადგან პაციენტს არ აქვს ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა, მსუბუქი რინიტი, ჩვენ მივდივართ ამ სქემით. მეორე კატეგორია პაციენტის, როდესაც მკურნალობა წამალს ემორჩილება, მაგრამ წამლის შეწყვეტისთანავე ის ამბობს, რომ სიმპტომები რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნდა. გამოდის, რომ მას წამალი უფრო ხანგრძლივად სჭირდება. და მესამე კატეგორია პაციენტების, როდესაც მას აძლევ წამალს, ხანდახან აძლიერებ პრეპარატს და ის ამბობს, რომ ბოლომდე სიმპტომები მაინც არ არის ალაგებული.  აი მეორე და მესამე კატეგორიის პაციენტებს ჩვენ შეგვიძლია დამნაშავე ალერგენებზე შევთავაზოთ აცრის გაკეთება. ეს იმუნოთერაპია ძალია დიდი ხნის ისტორიის მატარებელია. ის თავის დაბადების თარიღს 1906 წლიდან ითვლის ანუ 106 წლის მეთოდია. დადასტურებულია, რომ მას აქვს მაღალი თერაპიული ეფექტი და ადამიანებს მცენარეებთან მიმართებაში აცრის შემთხვევაში თითქმის 90 პროცენტი ეფექტურობა აღენიშნებათ. ხშირად მეკითხებიან, მოქმედებს თუ არა აცრა მალევე და ნიშნავს თუ არა ის, რომ სამი წლის მანძილზე და მას არაფერი შეაწუხებს, ან შევწყვეტთ თუ რა წამლების მიღებას აცრების გაკეთებისთანავე. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ამ აცრას აქვს თავისი სქემა და ის აღმავალი დოზებით კეთდება, შესაძლებელია დასაწყის თვეებში სამკურნალო პრეპარატების გაძლიერებაც მოგვიწიოს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მიღებული შედეგი ძალიან სტაბილურია. ძირითადი სამედიცინო კვლევებით დადასტურდა რომ, 3 წლის შემდეგ, თითქმის 13-15 წელი პაციენტი თავისუფალია სეზონური თუ არასეზონური ალერგიის ფორმისგან. ეს აცრა ყველა ალერგიული დაავადებების დროს არ გამოიყენება, მხოლოდ სეზონური და არასეზონური რინიტის და ალერგენით განპირობებული ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. გადაცემის ლაივი გადაცემის ჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/03/BIDZINA.mp3"][/audio] [post_title] => აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე  - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => aqvs-tu-ara-efeqti-kurortoterapias-damtvervis-sezonze-bidzina-kulumbegovis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-03-22 18:00:30 [post_modified_gmt] => 2018-03-22 14:00:30 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=225848 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 210985 [post_author] => 23 [post_date] => 2018-02-05 12:04:36 [post_date_gmt] => 2018-02-05 08:04:36 [post_content] => ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება: „ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ!!! კვლევა ჯერჯერობით ჩატარებულია მხოლოდ თაგვებზე, განკურნების ეფექტი 100%. ავტორების ინფორმაციით მალე დაიწყება ადამიანებზე ვაქცინის ეფექტურობის შეფასება“, - წერს ცნობილი ექიმი და გამოცემა http://stm.sciencemag.org-ის პოსტს აქვეყნებს, სადაც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე ბოლო ინფორმაციაა განთავსებული. ამავე სიახლეს დღეს ყველა წამყვანი გამოცემის გვერდზე ვხვდებით. ცნობილი ხდება, რომ ვაქცინა ორი ტიპის ანტისხეულისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი ადამიანზე უკვე დაიტესტა და მისი მოხმარება აბსოლუტურად უსაფრთხოა. მეორე ტიპის ანტისხეულმა კი გამოცდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა კლინიკებში გაიარა. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პრეპარატის ერთჯერადი შეყვანაც საკმარისია, რათა ორგანიზმს ნებისმიერი სახის ავთვისებიანი წარმონაქმნისგან დამცავი ბარიერი შეუქმნას. იმუნურის სისტემის სტიმულატორების თაგვებზე გამოცდამ 100%–იანი შედეგი გამოიღო, მეტასტაზები მთლიანად გაქრა. ამჯერად ვაქცინა გამოცდას იმ ადამიანებზე გადის, რომლებსაც ლიმფომის დიაგნოზი აქვთ. როგორც პრეპარატის შემქმნელები ამბობენ, ეს უდიდესი ნაბიჯია იმუნოთერაპიაში, რადგან ვაქცინა ყველა ტიპის ავთვისებიანი წარმონაქმნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. [post_title] => ბიძინა კულუმბეგოვის იმედისმომცემი პოსტი: ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ!!! [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => bidzina-kulumbegovis-imedismomcemi-posti-vaqcinacia-kibos-winaaghmdeg [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-05 12:23:06 [post_modified_gmt] => 2018-02-05 08:23:06 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=210985 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 187735 [post_author] => 11 [post_date] => 2017-11-16 14:13:52 [post_date_gmt] => 2017-11-16 10:13:52 [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“  სეზონის ყველაზე შემაწუხებელ სიმტოპმს ხველას დაეთმო. რას გულისხმობს ტერმინი „ალერგიული ხველა“, რამდენ  ხანს უნდა გრძლდებოდეს ის, რა არის ქრონიკული ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი და რა აუცილებელი რეკომენდაციების გათვალიწინებაა საჭირო ამ დროს – ამ თემაზე გადაცემაში ცნობილმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. ბატონო ბიძინა, რიგ შემთხვევებში ხველა მარტივად და უპრობლემოდ იხსნება, ხშირად კი სპაზმური ხველის მოხსნა მედიკამენტებითაც ვერ ხერხდება, რა არის ამის მიზეზი? ძალიან აქტუალური თემაა. შემოდგომა რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონია. გამომწვევები, რომლებიც ხშირად ავადობას იწვევენ, სწორედ ვირუსული ინფექციებია. ყველაზე გავრცელებული ვირუსი, რომელიც პირველი გამოჩნდება ხოლმე, ეს არის მარტივი გაციების გამომწვევი ვირუსი, რომელსაც პაციენტები გრიპს უწოდებენ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გრიპის ვირუსი. აქ საუბარია რინოვირუსზე, რომელსაც ასზე მეტი შტამი აქვს. ამიტომაც, ადამიანს შეიძლება ე.წ. გაციება წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შეხვდეს. https://www.youtube.com/watch?v=Fe8uXsUjye4&feature=youtu.be რინოვირუსს ხშირად ახასიათებს სურდო, ყელში ჩაფხაჭვნის შეგრძნება და თუ ბავშვი პატარაა, მისი სასუნთქი გზების ანატომიური გზებიც ძალიან პატარაა. ამიტომ, რასაც უფროსი მარტივად იტანს, ბავშვისთვის ეს სერიოზული დისკომფორტი შეიძლება იყოს და გამოიხატოს შემაწუხებელ ხველაში. არის კიდევ ერთი ვირუსი, რომელიც ოქტომბრის ბოლოდან იწყება და მთელი ზამთრის განმავლობაში აქტიურია, მას რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი ქვია. ამ ვირუსსაც ისეთივე მიდრკილება აქვს სასუნთქი გზებისკენ და შემაწუხებელ ხველას იწვევს. ასევე ძალიან შემაწუხებელ ხველას იწვევს კორონავირუსი და არის კიდევ პარანგიტისვირუსი, რომელიც ლარინგოტრაქეიტის, ანუ კლასიკური კრუპის გამომწვევი ვირუსია. ასევე არის გრიპის ვირუსი, ანუ ინფლუენსა, როგორც ამას ინგლისურენოვან ლიტერატურაში მოიხსენიებენ ხოლმე. ახლა ხველას დავუკავშიროთ ეს ყველაფერი - ჩვენ ექიმები ხველას ორ ნაწილად ვყოფთ, მწვავე ხველა, რომელიც 3-4 კვირა გრძელდება. აქ უდიდეს ნაწილში ხველის უკან დგას რესპირაციული, გაცივებითი ვირუსული ინფექციები. 7-8%-ში შესაძლოა ხველა უცხო სხეულის ასპირაციის შემდეგაც გამწვავდეს. ეს მოულოდნელად იწყება, ხანდახან სუნთქვა ძნელდება და სტვენითი ხასიათი აქვს.
რატომ გვიჭირს ხველის მართვა და რატომ ემორჩილება ხველა სამკურნალო საშუალებებს რთულად? ამ კითხვაზე მაქვს ყოველთვის ერთი პასუხი, ჯერ უნდა ვიცოდე დიაგნოზი. თუ ადამიანს ხველა ფილტვის ანთების გამო განუვითარდა, რა თქმა უნდა ექიმმა ფილტვის ანთებას უნდა უმკურნალოს და ხველაც გაჩერდება. თუ მწვავე შეტევითი ხველა ლარინგოტრაქეიტის გამო განვითარდა, რომელსაც მყეფარე ხასიათის ელფერი აქვს, ამ დროს საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუ ხველის უკან არის ასთმური სტატუსი, მას ასთმის სამკურნალო წამალი სჭირდება და არა ხველის წამალი. მწვავე ხველის უკან ექიმმა უნდა ამოიცნოს რა ნოზოლოგიაა. თუ ასპირაციაზეა ეჭვი, ყოველთვის ვაფრთხილებ პაციენტს, რომ არ დათრგუნოს ხველა, სჯობს ექიმთან მიბრძანდეთ და ბრონქოსკოპიით მოხდეს უცხო სხეული ამოღება.
რა არის ქრონიკულ ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი? თუკი ხველა 4 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ის ქრონიკულია, თუმცა ბევრი გაიდლაინით, ხველა 8 კვირაზე მეტხანს უნდა გრძელდებოდეს, რომ ის ქრონიკული იყოს. თუკი გვაქვს ქრონიკული ხველის შემთხვევა, რა დაავადებებზე უნდა მიიტანოს ექიმმა ეჭვი? გახანგრძლივებული ხველისას 90%-ში მიზეზი სამ ნოზოლოგიაშია. პირველი ეს არის ბრონქული ასთმა, მეორე - უკანა წვეთის სიმპტომი, ანუ ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, რომლის უკანაც უხშირესად ალერგიული რინიტი ან სინუსიტი დგას. მესამე მიზეზი კი არის გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადება, როდესაც კუჭიდან საყლაპის შიგთავსში ქაფისებური მასის ამოსვლა დაუსრულებელ, გახანგრძლივებულ ხველას იწყებს. როგორ, რა მინიშნებებით მივხვდეთ, რომ საქმე გვაქვს ამ უკანასკნელთან? გასტროეზოფაგალური რეფლუქსური ხველა ყველაზე ხშირად მწვავდება მაშინ, როდესაც პაციენტი ჰორიზონტალურ პოზაში გადადის. თუკი ამ დროს ხველის პროვოცირება ვითარდება, იცოდეთ რომ ძალიან ხშირად, ხველის უკან გასტროეზოფაგალური რეფლუქსი იქნება და ამას ექიმის დიფერენციალური დიაგნოსტიკა სჭირდება. რაც შეეხება ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომს - ეს არის ე.წ. წიაღების ანთება. თუკი პაციენტს აქვს ჰაიმორიტი, სინუსიტი და ა.შ. ამ დროს მთელი ღამის განმავლობაში ბრონქებში ჩაედინება ნახველი, პაციენტი ან ნერწყვს ყლაპავს, ან მსუბუქ ხველას ავითარებს და როდესაც დილას წამოდგება, მშობელი ამჩნევს, რომ სველი, პროდუქტიული ხველა აქვს. შუა დღის 2-3 საათის შემდეგ კი თითქოს მშრალი ხველა იწყება. მშობელი ამ დროს დაბნეულია, რადგან ხველა არის სველიც და მშრალიც და ექიმი ნიშნავს მშრალი ხველისთვის განკუთვნილ წამალსაც და სველი ხვლისთვის საჭირო წამალსაც, სჯობს ეს ვაღიაროთ. ენის უკანა ძირზე შპადელის ღრმა დაჭერა საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუ ხველა არის გარდამავალი და გახანგრძლივებული, საკმარისია სინუსიტების სწორი მკურნალობა, 2-3 დღეში ხველა სრულიად ქრება. და მესამე მიზეზი - ასთმური ხველა, ეს განსაკუთრებით 6 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებს ახასიათებთ და სხვა სიმპტომი არ არის. როდის უნდა მიიტანოს ეჭვი ექიმმა ასთმაზე? თუ შეატყობთ, რომ გახანგრძლივებული ხველა, ასთმისათვის განკუთვნილი საინჰალაციო საშუალებებით წყნარდება, მაშინვე მიმართეთ სპეციალისტს. ეს არ არის 100%-იანი დიაგნოზი, მაგრამ მნიშვნელოვანი მინიშნებაა. ყველა ბავშვს, რომელსაც აქვს მსტვინავი ხასიათის ხველა, რა თქმა უნდა ყველას ასთმა არ დაემართება. თუკი მსტვინავი ხმოვანებაა, დადგენილია, რომ ვისაც ასეთი ტიპის სუნთქვა ერთხელ ჰქონდა, 100%-დან 52% ისე იზრდება, რომ ხიხინი არასდროს აღარ აქვს, მეორე ნახევარს კი შესაძლოა გაუმეორდეს. ამ ბავშვების 80%-ს, სკოლის ასაკამდე 60%-ს, ხოლო დარჩენილ 20%-ს გარდატეხის ასაკამდე ასთმისთვის დამახასიათებელი მთავარი სუნთქვითი ნიშანი ყოველგვარი ჩარევის გარეშე ულაგდება. მხოლოდ 20%-ია რისკის მატარებელი, რომ მას ასთმა ჩამოუყალიბდეს. ანუ, 10-დან 8 ბავშვი იკურნება თავისით, რა თქმა უნდა ექიმის დახმარებით.
ვინ არის ამ 20%-ში, ვისაც ასთმა დარჩება? თუ პაციენსტს 3-4 წლის ასაკში გარემო ალერგენებზე აქვს ალერგია, მტვერზე, ნესტზე, მცენარეზე, ცხოველის ბეწვზე, ან თუ პაციენტს ხიხინის დაწყებამდე აქვს ატოპიური დერმატეტი, ან თუ პაციენტს ოჯახის წევრი ჰყავს ასთმით დაავადებული - ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ პაციენტს ასთმის განვითარების მაღალი რისკი აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას ეს ავარიდოთ. დღეს თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, გავარკვოთ და სწორად შევაფასოთ მდგომარეობა, რისკები, როგორ შევებრძოლოთ ალერგენებს შინ თუ გარეთ და ა.შ.
თქვენ გარემო ალერგენები აღნიშნეთ, მაშინ როდესაც ბავშვი ხველისკენ მიდრეკილია, საჭიროა თუ არა ეს ლაბორატორიული  კვლევები თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით ჩატარდეს? თუ ბავშვი წლინახევრის ქვედა ასაკშია, მაშინ ალერგენების მიმართ ალერგიული განწყობა იშვიათია და თითქმის არ გვხდება. თუმცა არის შემთხვევები, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, როდესაც 9 თვის ასაკშიც დაფიქსირდა ალერგიული განწყობა. თუკი ბავშვი არის 2 წლის, აქვს მსტვინავი ხასიათის სუნთქვა და ეს ექიმს შეუფასებია, ამ დროს ოჯახმა უნდა იცოდეს, რა დგას ამის უკან, ინფექცია, თუ ალერგია. ალერგია არის დაუსრულებელი, გადაულახავი, გექმნება რისკი, 10 წლის ასაკის შემდეგ იგივე დაგმართოს იმ ალერგენმა, რასაც დღეს ვირუსი გმართებს. ხიხინის 80%-ს გადალახავენ ბავშვები, რადგან ამის უკან გაცივებითი დაავადებაა, ხოლო იმ 20%-ს, ვისაც ავადობის უკან ალერგია აქვს, არ უნდა დავუკარგოთ აცრების გაკეთების შანსი. როდესაც ხველა იწყება ღამით, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? საბედნიეროდ, საქართველოში ყველა ოჯახს აქვს საშუალება მივიდეს ექიმთან. ჩანაწერში ვაკეთებ ხოლმე სახლში გამოყენებადი პრეპარატების რესურსს და ვაძლევ მშობელს უფლებას, ის სახლში გამოიყენოს. თუ შეტევა მწვავეა, პაციენტმა რესურსები ამოწურა, შესაძლებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება. 7-8 წლიდან 15 წლის ასაკის ბავშვებში გვხდება ხოლმე ჩვეული, ფსიქოგენური ხველა, რასაც მეტყველების მართვა და ფსიქოლოგის კონსულტაცია სჭირდება, თუმცა ეს არის სულ ბოლოს და მაშინ, როდესაც უკვე ყველა გზა გავლილი გაქვს. საინტერესოა, რომ ფსიქოგენური ხველა ღამით, ანუ ძილისას ჩერდება და მშობლებს სწორედ ამ ნიშნით სეუძლიათ დიფერენცირება მოახდინონ. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/11/ekimebi-15-bidina.mp3"][/audio] http://fortuna.ge/rogor-vumkurnalot-alergias-rchevebi-bidzina-kulumbegovisgan/   [post_title] => რა იწვევს, რამდენნაირი არსებობს და როგორ დავაღწიოთ თავი ხველას - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ra-iwvevs-ramdennairi-arsebobs-da-rogor-davaghwiot-tavi-khvelas-bidzina-kulumbegovis-rchevebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-11-16 17:25:22 [post_modified_gmt] => 2017-11-16 13:25:22 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=187735 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 225848 [post_author] => 23 [post_date] => 2018-03-22 16:36:30 [post_date_gmt] => 2018-03-22 12:36:30 [post_content] => როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია, მწვავდება თუ არა ალერგია ვირუსული ინფექციის დროს, მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა, აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე  და რა დროს კეთდება ალერგიის საწინააღმდეგო აცრები  – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია და რა არის მისი ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რა არის სეზონური ალერგია და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. სეზონურ ალერგიას რამოდენიმე ისტორიული სახელი აქვს, ხშირად მას  ალერგიულ რინიტს ეძახიან, ასევე პოლინოზსა და თივის ცხელებას. მიზეზი თავად დასახელებიდან მომდინარეობს, სეზონური ალერგია ძირითადად მცენარეული, მტვრის მარცვლის მიმართ ალერგიით არის გამოწვეული.
საქართველოში, ევროპაში, მათ შორის ამერიკაშიც ძირითადად გამოყოფენ სამი მცენარეული სეზონის პერიოდს. პირველი ეს არის ზამთრის ბოლოდან გაზაფხულის შუა პერიოდამდე, ანუ აპრილის 15-20 რიცხვამდე, ხეებისა და მათი მცენარეული მარცვლის მიმართ ალერგია. ეს ხეებია მურყანი, კიპარისი, ჭადარი, თხმელა და ა.შ მეორე უნდა დავასახელოთ ბალახები და მარცვლოვანი კულტურები. ბალახებიდან ეს გახლავთ ყველასათვის კარგად ცნობილი ინგლისური კოინდარი, თივა ქასრა, ჭვავი, ქერი, შვრია, სიმინდის მტვერი. მათი ყვავილობა არის აპრილის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდამდე. ამის შემდეგ იწყება მესამე ყვავილობის პერიოდი, ეს გახლავთ მცენარეთა ნაირსახეობა, რომელსაც ბოტანიკოსები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცნობენ, როგორც სარეველა მცენარეებს. მათ შორის ყველაზე ძლიერი და აგრესიული ალერგენია ამბროზია, ასევე ავშანი, ბაბუაწვერა და მრავალძარღვა. ადამიანს, რომელსაც  აქვს ალერგია ამ მცენარეების მტვრის მარცვლის მიმართ, წელიწადის ამ დროს, ანუ აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის პერიოდში, უვლინდება ალერგიის სიმპტომები.
https://www.youtube.com/watch?v=WUN7c8_Ljd0 რაც შეეხება მცენარეების მიმართ ალერგიის სიმპტომებს და იმას, სად არის დარტყმის ძირითადი სამიზნე სეზონური ალერგიის დროს. უხშირესი გამოვლინება სეზონურ ალერგიას აქვს ალერგიული სურდოს სახით ანუ ცხვირის ლორწოვანის ალერგიული ანთება, იგივე ალერგიული რინიტი. სურდოს გარდა რინიტს ახასიათებს გამონადენი, ცხვირის ქავილი, ცემინება და რაც პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია, ცხვირის გაჭედილობა. თუ ალერგიის პროცესში ჩაერთო თვალის ლორწოვანი გარსი, ვითარდება ალერგიული კონიუქტივიტი, რაც გამოვლინდება თვალის სიწითლით, თვალის ძლიერი ქავილითა და ცრემლდენით. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვთ არაკონტროლირებადი სეზონური ალერგია, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ეს ალერგია ქვედა სასუნთქ გზებში ჩაენაცვლოთ. ანუ ქვედა სასუნთქი გზები ეს არის ბრონქიალური ხე. თუ მე სეზონური მცენარეული ალერგენების ყვავილობის დროს ქვედა სასაუნთქი გზების ანთება განმივითარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ხველა, სუნთქვის გაძნელება, ამოსუნთქვისას მსტვინავი ხასიათის სუნთქვა.  მე ახლა ჩამოვთვალე სეზონთან ასოცირებული ბრონქული ასთმის კლინიკური სიმპტომები. ამიტომაც  ვამბობთ, რომ სეზონური ალერგია ძალიან მნიშვნელოვანია, ის დროზე სადიაგნოსტიკოა, დროულად ამოსაცნობი და სამკურნალოა, რადგან მისი ყველაზე ხშირი გართულება არის ბრონქული ასთმის განვითარების რისკი. და მეორე, ერთ სეზონს შესაძლოა წლიდან წლამდე სხვა ახალი მცენარეების მიმართ მგრძნობელობაც დაემატოს და სეზონი ადამიანს გაუფართოვდეს. ანუ თუ ის რამდენიმე წელი მხოლოდ აპრილსა და მაისში ავადობს, შესაძლოა მეხუთე წლის თავზე მას არც აგვისტო-სექტემბერში ჰქონდეს სიმშვიდე. ამას პოლინოზის გეოგრაფიის არეალის გაფართოებას ვეძახით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორალური ალერგიის სინდრომი, ხშირად მას ეძახიან Polen Food სინდრომს ანუ მცენარისა და საკვების სინდრომი. ეს ნიშნავს, რომ როცა პაციენტს აქვს ალერგია ამბროზიის ყვავილის მიმართ, ამბროზიის ყვავილის მსგავსი მოლეკულური შენება აქვს ბანანს, კივსა და ავოკადოს. ამიტომ თუ ადამიანს აქვს ამბროზიის მტვერზე ალერგია და აგვისტო-სექტემბერში  და მას თვალის, ცხვირის ან ბრონქიალური სიმპტომები აწუხებს, შესაძლოა წლის ნებისმიერ დროს,  ბანანის, ანანასის ან ავოკადოს მირთმევისას დაემართოს იგივე რეაქცია. ან ამას დაემატოს ტუჩთან და ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები. ალერგოლოგები ხშირად ვეხმარებით პაციენტებს, ჯვარედინი რეაქციების თავიდან აცილებაში. ანუ საუბარია ჯვარედინ მორეაგირე ალერგენებზე, როცა მცენარე და საკვები მსგავსი აგებულების გამო, ადამიანთან ერთნაირად რეაგირებენ.   მწვავდება თუ არა ალერგია ვირუსული ინფექციის დროს და რა გართულებას იწვევს ის? სამედიცინო მტკიცებულებითი ხარისხის კვლევებით დადგენილია, რომ ალერგიული განწყობის მქონე ადამიანებს ინფექციური დაავადებები ორჯერ უფრო ხშირად ხვდებათ და დაახლოებით, ორნახევარჯერ უფრო ხანგრძლივად გრძელდება გამოჯანმრთელების პერიოდი. ცხადია ამათი კომორბიდობა და თანხვედრა არ არის სასურველი, რადგან ჩვენ ინფექცია და ალერგია ერთმანეთს დავუკავშირეთ, ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს გამოვეხმაურები. პაციენტები ხშირად ინტერესდებიან, როგორ გავარჩიოთ სეზონური ალერგია გაციებისგან, რადგან სიმპტომები თითქმის იდენტურია. სეზონური ალერგია უხშირესად გვხვდება წინასასკოლო და სკოლის ასაკის ბავშვებში.
  • 2-3 წლამდე ასაკში სეზონური ალერგია ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკულად, არ გვხვდება. ეს იწყება დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან და თავის პიკს აღწევს 8-9-11-12 წლის ასაკში. ესეც ერთგვარი მინიშნებაა.
  • ტემპერატურული რეაქცია, რაც დამახასიათებელია ვირუსული ინფექციის დროს, ეს შესაძლოა იყოს 37.1– იც კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიისთვის ტემპერატურული რეაქცია დამახასიათებელი არ არის.
  • ცხვირიდან გამონადენი, ალერგიის დროს მეტად გვხვდება წყლისებური, მაშინ როდესაც გაციებისთვის დამახასიათებელია დასაწყისში გამჭვირვალე გამონადენი, რამდენიმე დღეში კი ის სქელდება, ბლანტი ხდება და ფერს იცვლის.
  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცემინების სიხშირე ალერგიული რინიტის დროს უფრო შეტევითია. ანუ მას ჩვენ ალერგიულ პაროქსიზმს ვეძახით. გაციების დროს ცემინებისას პაროქსიზმი არ გვხვდება.
  • ასევე ალერგიისთვის და განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში დამახასიათებელია ეგრეთწოდებული რბილი სასისა და მაგარი სასის ქავილი, ფხაჭნის შეგრძნება. ეს ცხადია, შესაძლოა, ინფექციისთვისაც იყოს დამახასიათებელი, მაგრამ მას ასეთი ხარისხის შემაწუხებლობა არ აქვს.
  • თუ 2-3 წლის მანძილზე, ერთსა და იმავე პერიოდში, დაწყებული გვიანი ზამთრიდან, შემდეგ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ატყობთ, რომ პაციენტს აქვს „გაციების“ სიმპტომები, უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი გაციება თვეების მანძილზე არ გრძელდება. ესაა ძირითადი მინიშნებები, მათი განგრძობადობა, განმეორებადობა და მცირედი ნიუანსები, რაც ალერგიის ამოცნობაში დაგვეხმარება.
თუ შესაბამისმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საქმე ალერგიასთან გვაქვს, რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს. მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა ან როგორ მოვარიდოთ ის თუნდაც მტვერს, რომელიც ყველგანაა? ალერგიის მართვა და მისგან საბოლოოდ განკურნება საკმაოდ რთულია, მაგრამ დღეს თანამედროვე მედიცინაში ალერგია კონტროლს ექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ცხოვრების ხარისხი არ გავიუარესოთ და სახლიდან შორს გულის ფანცქალით არ ვიაროთ, ანუ შესაძლებელია ყველაფერი დალაგდეს ექიმთან შეთანხმებით, შესაბამისი აფთიაქის მომზადებითა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით. რაც შეეხება ალერგიასთან ბრძოლას, ამ მოვლენას ჩვენ ალერგოლოგები ელიმინაციას ვეძახით. ანუ ალერგენებთან კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან არიდება. არსებობს ელიმინაციის სხვადასხვა ფორმები და რადგან თქვენ მტვერიც და მცენარეც ახსენეთ, მოდით გამოვყოფ ცალ-ცალკე. სეზონური ალერგიის დროს მთავარი ელიმინაციური ღონისძიება გახლავთ ის, რომ მზიან და ქარიან ამინდში, როდესაც ადამიანს აქვს დადასტურებული ალერგია მცენარეული მტვრის მიმართ, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს გარეთ სიარულს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ საბავშვო ბაღებსა და ჯგუფებში, სადაც დადასტურებულია ალერგიის შემთხვევა, აღმზრდელს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ ამ დროს ბავშვის გასეირნება და ბუნებასთან კონტაქტი არ შეიძლება. ეს მისთვის შესაძლოა ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. მე მახსენდება პრაქტიკიდან ჩემი პაციენტის შემთხვევა. სკოლის მოსწავლე, რომელსაც ჰქონდა სეზონური ალერგია და ცხადია, სიტუაცია კონტროლზე იყო. ოჯახი შიდა ქართლში ცხოვრობს და მოხდა ისე, რომ ბავშვმა ერთ-ერთი ექსკურსიის დროს მთელი დღე გაატარა მინდორში. აგროვა ყვავილები, მთელი დღე იყო ბუნებაში და სამწუხაროდ მოხდა გართულება, ანუ მის ორგანიზმში და ბრონქიალურ ხეში მოხვდა ძალიან დიდი ოდენობით მცენარეული მტვრის ალერგენები. მას განუვითარდა უმძიმესი ბრონქოსპაზმი , იმავე საღამოს ის მოხვდა იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში, რამოდენიმე დღე მან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გაატარა და ცხადია მე ძალიან განვიცადე, როდესაც მშობელმა შემატყობინა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სეზონური ალერგიის მქონე ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ  ბუნებასთან კონტაქტს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, ძალიან საშიშია სეზონური ალერგიის დროს მინდორში და ღია სივრცეში თამაში. მაგალითად რაც უფრო ფართო ფოთლოვანია ტყე, ეს ფოთლები ასრულებენ ბუნებრივი ფილტრის როლს. მცენარეული მტვერი ამ ფოთლებზეა დალექილი და შესაძლოა ამ ტყეში ადამიანი, რომელიც ქვემოთაა საერთოდ არ შეაწუხოს ალერგიამ. ასევე ბუნებრივი ფილტრის როლს თამაშობს ზღვა და წყლის დიდი სივრცე. ამიტომ სეზონური ალერგიის დროს ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს, რომ ზღვის კლიმატი ყველაზე კარგია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როცა საუბარია სასკოლო ავტობუსებზე, აუცილებლად გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სეზონური ალერგიის მქონე ბავშვებისთვის ტრანსპორტირების პერიოდში ფანჯრები უნდა იყოს ამოწეული. ჩამოწეული ფანჯრით, მაღალი ან საშუალო სიჩქარით გადაადგილება უზრუნველყოფს დახურულ სივრცეში დიდი რაოდენობით მტვრის დაგროვებას, რაც შესაძლოა ბავშვისთვის მთელი დღის მანძილზე გართულების საფუძველი გახდეს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს, სადაც მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობთ, ქალბატონ მაია გოთუას ხელმძღვანელობით, გვაქვს საიტი, სადაც ხელმისაწვდომია მტვრის მარცვლის ყოველკვირეული მონიტორინგი. ამას ყოველკვირეულად ამინდის პროგნოზის მსგავსად ვაწვდით ადამიანებს, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა და ამ ინფორმაციას ამინდის პროგნოზთან ერთადაც აცხადებენ.
ახლა რაც შეეხება ოთახის მტვერსა და მასში არსებულ ტკიპას. ოთახის მტვერს მაქსიმალურად ვებრძვით სახლის პირობებში, შეძლებისდაგვარად საუკეთესო მტვერსასრუტით, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებით, სილიკონის თანამდროვე ლეიბებით. ელიმინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი და გადამწყვეტი ცხადია, არ არის. რაც შეეხება კურორტოთერაპიას... აქ მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც სეზონური ალერგიების არსებობისას ვიცით, რომ თბილისის პირობებში თქვენი სეზონი მაისია, ზღვის დონიდან 700-800 და მეტი სიმაღლეზე სეზონური ყვავილობა დაახლოებით თვე, თვენახევრით გვიან იწყება. ამიტომ მთაში წასვლის სეზონს უნდა დავამთხვიოთ ისე, რომ აქ დამთავრებული სეზონი იქ დაწყებული არ დაგვხვდეს. როდესაც მეკითხებიან, სად ჯობს დასვენება მტვრის ალერგიის შემთხვევაში, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს არის ზღვის დონიდან 1350 ან 1400 მეტრი სიმაღლის ადგილი, რადგან აქ ოთახის მტვრისთვის არასასურველი გარემოა.  ეს გახლავთ მაღალმთიანი საქართველოს კურორტები. მაგალითად იგივე ბაკურიანი, აბასთუმანი, ცემი, შოვი, ბახმარო , სადაც შეუძლიათ მტვრის ალერგიის მქონე ადამიანებმა დაისვენონ. ყვავილობა მაისში, ეს ის პერიოდია, როდესაც მშობლებს ხშირად ურჩევენ ზედა თუ ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვები წაიყვანონ იქ , სადაც ყვავილობა მკვეთრად გამოხატულია. რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს? ამ კითხვას მშობლები ძალიან ხშირად სვამენ, წავიდეთ თუ არა ყვავილობის დროს დასასვენებლად. ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს, რომელიც წინასწარი შეფასების გარეშე წასულა ყვავილობის სეზონზე ანუ მაშინ, როდესაც მცენარის მარცვლის მტვერი მაქსიმალურად იფრქვევა და უკან გამობრუნებულა რამოდენიმე დღის შემდეგ.  აღმოჩნდა, რომ ბავშვს აქვს  სწორედ იმ მცენარეების ალერგია, რომლის ყვავილობის დროსაც ის წავიყვანეთ კურორტზე. რათქმაუდნდა ეს გაუმართლებელია, ბავშვი დადგა რისკის ქვეშ, მას იქ კლინიკური სიმპტომატიკა გაურთულდა, განვითარდა ძლიერი ხველა, ბრონქოსპაზმი და ა.შ. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ალერგია არ გვაქს, სამედიცინო მტკიცებულებითი კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ მცენარეების გამოფრქვევას სასუნთქი სისტემისთვის რაიმე გამაჯანსაღებელი თვისება აქვს, ჩვენ მედიცინაში არ გაგვაჩნია. ალერგიის საწინააღმდეგო აცრები, რა ტიპის ალერგიის მქონე ადამიანებისთვისაა ის განკუთვნილი და როდის დგება ამ აცრების ჩატარების აუცილებლობა? როდესაც ვსაუბრობთ სეზონურ ალერგიაზე, არსებობს ორი გზა. პირველი ესაა ფარმაკოთერაპია, ანუ წამლის გამოყენებით მკურნალობა და მეორე, არის გრძელვადიანი და უფრო სტაბილური განკურნება, როდესაც შესაძლებელი არის აღმოჩენილი ალერგენის მიმართ აცრის გაკეთება ანუ იმუნოთერაპია. დესენსიბილიზაცია, მგრძნობელობის დაკარგვა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. საწყის ეტაპზე, ჩვენ მივმართავთ მკურნალობის ორივე  მეთოდს. ფარმაკოთერაპიას მივმართვათ ყველა ადამიანთან, ვისაც კლინიკურად ეს აწუხებს, წამლების არსენალი დღეს ალერგოლოგიას და ზოგადად მედიცინას, ბევრი აქვს. ვის ეკუთვნის ეს აცრა ანუ შეგუება ალერგენებზე და რა ასაკიდან კეთდება ის? დადგენილი სამედიცინო ჩვენებით და კვლევებით, ალერგიული დესენსიბილიზაცია კეთდება 6 წლის ასაკიდან. ვის უნდა ჩაუტარდეს ის? - მე დავყოფდი პაციენტებს სამ კატეგორიად. პირველი, როდესაც ვუმკუნალეთ პაციენტს, ის კარგად გახდება და შესაძლოა ეს მკურნალობა მისთვის საკმარისი აღმოჩნდეს და მას შესაძლოა, არ უღირდეს სამი წელი აცრის კეთება. ამიტომ ხშირად ასეთი პაციენტი მოცდის რეჟიმს ამჯობინებს. ამ შემთხვევაში მე მივყვები მათ ლოგიკას და რადგან პაციენტს არ აქვს ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა, მსუბუქი რინიტი, ჩვენ მივდივართ ამ სქემით. მეორე კატეგორია პაციენტის, როდესაც მკურნალობა წამალს ემორჩილება, მაგრამ წამლის შეწყვეტისთანავე ის ამბობს, რომ სიმპტომები რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნდა. გამოდის, რომ მას წამალი უფრო ხანგრძლივად სჭირდება. და მესამე კატეგორია პაციენტების, როდესაც მას აძლევ წამალს, ხანდახან აძლიერებ პრეპარატს და ის ამბობს, რომ ბოლომდე სიმპტომები მაინც არ არის ალაგებული.  აი მეორე და მესამე კატეგორიის პაციენტებს ჩვენ შეგვიძლია დამნაშავე ალერგენებზე შევთავაზოთ აცრის გაკეთება. ეს იმუნოთერაპია ძალია დიდი ხნის ისტორიის მატარებელია. ის თავის დაბადების თარიღს 1906 წლიდან ითვლის ანუ 106 წლის მეთოდია. დადასტურებულია, რომ მას აქვს მაღალი თერაპიული ეფექტი და ადამიანებს მცენარეებთან მიმართებაში აცრის შემთხვევაში თითქმის 90 პროცენტი ეფექტურობა აღენიშნებათ. ხშირად მეკითხებიან, მოქმედებს თუ არა აცრა მალევე და ნიშნავს თუ არა ის, რომ სამი წლის მანძილზე და მას არაფერი შეაწუხებს, ან შევწყვეტთ თუ რა წამლების მიღებას აცრების გაკეთებისთანავე. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ამ აცრას აქვს თავისი სქემა და ის აღმავალი დოზებით კეთდება, შესაძლებელია დასაწყის თვეებში სამკურნალო პრეპარატების გაძლიერებაც მოგვიწიოს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მიღებული შედეგი ძალიან სტაბილურია. ძირითადი სამედიცინო კვლევებით დადასტურდა რომ, 3 წლის შემდეგ, თითქმის 13-15 წელი პაციენტი თავისუფალია სეზონური თუ არასეზონური ალერგიის ფორმისგან. ეს აცრა ყველა ალერგიული დაავადებების დროს არ გამოიყენება, მხოლოდ სეზონური და არასეზონური რინიტის და ალერგენით განპირობებული ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. გადაცემის ლაივი გადაცემის ჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/03/BIDZINA.mp3"][/audio] [post_title] => აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე  - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => aqvs-tu-ara-efeqti-kurortoterapias-damtvervis-sezonze-bidzina-kulumbegovis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-03-22 18:00:30 [post_modified_gmt] => 2018-03-22 14:00:30 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=225848 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 6 [max_num_pages] => 2 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 6f81fbd5978c336a6d51af2d9a5399dd [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები