LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ხუმრობა არ არის: ვაკო მესია

95

იტალიური SkySports-ის ვებგვერდი ვაკო ყაზაიშვილის მიერ ესტონეთის კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა და ყაზაიშვილს „ქართველი მესი“ უწოდა.

„მესი ესპანეთის წინააღმდეგ მაყურებლის რანგში იყო? არ არის პრობლემა. ქართველმა ფეხბურთელმა თბილისში ესტონეთის წინააღმდეგ ბურთი ფეხზე მიიკრო და საოცარი გოლი გაიტანა. ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშობს. ეს ხუმრობა არაა – მისი გოლის ნახვისას ყველას ლეო მესი გაახსენდა. მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, სწრაფად წაიწია წინ, ერთი მცველი შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა“, – წერს SkySport.

 

 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 1993 წელს დაბადებული ყაზაიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც MLS-ში გოლის გატანა მოახერხა.

„ის „სან ხოსეში“ თამაშობს. ვაკომ 17 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა“, – წერია სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები