LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მხოლოდ დასაწყისია – კონსტანტინე კოსაჩოვი სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებაზე”

93

„ეს მხოლოდ დასაწყისია,“ – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, კონსტანტინე კოსაჩოვი სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებას“.

კოსაჩოვის თქმით, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს მიერ ამ რესპუბლიკების აღიარების პროცესის მხოლოდ დასაწყისია“.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ამ პროცესს. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ამ ხალხის და მათი კანონიერი მისწრაფებების მხარდასაჭერად კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ პროცესის დასაწყისია,“ – განაცხადა კოსაჩოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთის ქმედებები საპირისპირო შედეგს იძლევიან“.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები