LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მონსტრი მცურავი ციხეა, საიდანაც გაქცევას ვერავინ ახერხებს (ფოტო)

156

გამოსასწორებელი კოლონია Vernon C. Bain ერთადერთი მცურავი ციხეა მსოფლიოში. ის კუნძულ რაიკერსის მახლობლად, ნიუ-ორკთან ახლოს მდებარეობს და დღემდე მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოსასწორებელ კოლონიად ითვლება.

ცისფერი და თეთრი ფერის მონსტრი 47326 ტონას იწონის და 800-მდე პატიმარს იტევს. მსჯავრდებულები მას „კატერს“ უწოდებენ და ყველამ იცის, რომ ამ დაწესებულებიდან გაქცევის შანსი ნულის ტოლია. 1992 წელს 2 პატიმარს მცდელობა ჰქონდა, თუმცა, უშედეგოდ.

ციხის ისტორია 1990 წელს დაიწყო , როცა  ამერიკის მთავრობამ მწყობრიდან გამოსული ბრიტანული ხომალდი შეიძინა. ხომალდის კოლონიად  გარდაქმნა ქვეყანას 161 მილიონი დოლარი დაუჯდა.  მიუხედავად კოლოსალური ბიუჯეტისა, გამოსასწორებელი კოლონია იმაზე ძვირი დაჯდა, ვიდრე ცალკე ციხის აშენება კუნძულზე. Vernon C. Bain-ის სიგრძე 190 მეტრია, ხოლო სიგანე, 38. ხომალდზე 14 კორპუსია განლაგებული და აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტით. აქ არის სასეირნო მოედანი, ბიბლითეკა და სამლოცველო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები