LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს პოლიციელი ყველას უნდა გვიყვარდეს! მინდა, ყველა პოლიციელი ასეთი გულმოწყალე იყოს”

51

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელშიც პატრულის თანამშრომელი მიუსაფარ მამაკაცს ტორტის ნაჭერს აწვდის. ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი “სოლიდარობის სახლი” ავრცელებს.

 

ეს პოლიციელი ყველას უნდა გვიყვარდეს!

მეგობრებო, ყველამ გააზიარეთ და ვეცადოთ, მოვძებნოთ, გავიგოთ ამ პოლიციელის ვინაობა და ყველამ ერთად ვუთხრათ, რომ მაგარი კაცია! როგორ არ ვიამაყო და არ მიყვარდეს ეს ადამიანი?.. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს! მინდა, ყველა პოლიციელი ასეთი გულმოწყალე იყოს. აი, აი…. მართლა ამეტირააააა. გენაცვალე, შენ, ვინც ხარ!
კაცი ხარ, ნამდვილი კაცი!
ასეთ პოლიციელებს ხალხის სიყვარული!
ასეთ პოლიციელებს, მეტი დაფასება!

P.S. ახლა მომწერეს, ეს პოლიციელი მეტროს პატრულია, ტორტი მიართვეს, არც მიურთმევია და სულ გაჭირვებულებისთვის გაუნაწილებია. უმაგრესი ადამიანი!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები