LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ქალი, ყინავს ამ ბავშვს, უყვირის და ძალადობს, გამოძახებულია პატრულიც”

231

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა,  ანა არგანაშვილმა თბილისში, მოქალაქის მიერ ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე  მან ფოტოც გამოაქვეყნა  და ბავშვის დაცვის მიზნით შესაბამის უწყებებს  მითითებულ მისამართზე გასვლისკენ მოუწოდა.

 

ჩემი მეგობარი წერს, რომ მოსაშვილზე შპარის წინ ზის ეს ქალი, ყინავს ამ ბავშვს, უყვირის და ძალადობს, გამოძახებულია პატრულიც და ჩართულია გენერალური ინსპექცია. სანამ ბავშვი არ გაიყინება შსს ვერ მიხვდება რომ ბავშვი საფრთხის წინაშეა? თუ, სანამ ენჯეოს იურისტები არ მივლენ და ატეხავენ ამბავს. რატომ არის გაუგებარი რომ ეს ბავშვი ამ ყინვაში ღამით გაიყინება და ქალი თუ უარს ამბობს ბავშის წაყვანაზე, ბავშვი მაინც უნდა გადაიყვანონ.

ოკ დავუტოვებ ჩემს შვილებს ვინმეს და წავალ მეც, რახან მანამდე არ აპირებს შსს რეაგირებას. სოციალური მუშაკები ქვეყანაში რომ არ გვყავს 6 საათის მერე, ეგ გავიგეთ ყველამ!

 

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, აღნიშნული მისამართიდან ქალბატონი გადაიყვანეს , თუმცა ის კვლავ დაბრუნდა ადგილზე.

ეს ქალი კიდევ აქ ზის!!!!

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10156143460383754&set=a.10151357888813754.506859.686873753&type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები