LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს სად ვცოხვრობთ: ჩამოართვით რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატი

65

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი: რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩამოართვან, რადგან სირიას ბომბავს.

ნიკ კლეგი ჯერ კიდევ 2014 წელს მოუწოდებდა რუსეთის დასჯას.

”უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს. ეს რა ქვეყანაა? ისინი ადამიანის უფლებებს არღვევენ, სირიას ბომბავენ. ჩვენ კიდევ ვაპირებთ ფეხბურთი მოსკოვში ვითამაშოთ.
რუსეთს ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარების უფლება უნდა ჩამოერთვას. ფიფამ მათ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა წაართვას. თუ სიტუაცია არ შეიცვლება ტურნირს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ”, – ციტირებს კლეგის სიტყვებს ITV.

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები