LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს საქართველოა – ეგზოტიკური სასტუმრო ამბროლაურში, რომელიც გაგაოცებთ [ფოტოები]

მსოფლიოში სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის ყველაზე დიდ საიტზე booking.com-ზე, ამბროლაურის ერთი ეგზოტიკური სასტუმროა განთავსებული.

სასტუმროს ფოტოები შთამბეჭდავია და ის საქართველოს რეგიონებში არსებულისგან რადიკალურად განსხვავდება.

სასტუმროს მფლობელს, მინიმალისტური დიზაინით მოწყობილ ოთახებში, აქცენტი კომფორტზე და ხედზე აქვს გაკეთებული. ყველა ოთახს აქვს სამზარეულოს მინიმალური აღჭურვილობა, ტერასა, სველი წერტილი და უფასო WIFI.

როგორც აღწერაში ვკითხულობთ, მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედით გადაადგილების საშუალებაცაა.

სასტუმროში ერთი ღამის გათევა დაახლოებით 120 ლარიდან იწყება, ფასში ამერიკული საუზმეც შედის.

ბუნება ნამდვილად საქართველოს ძლიერი მხარეა, ახლა კი როგორც ჩანს, ამ ბუნებაში “გლამურული კემპინგიც” შესაძლებელი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები