LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს შედეგი მთელ საქართველოს ეკუთვნის! – პრემიერი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს

33

ეს შედეგი მთელ საქართველოს ეკუთვნის, კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს! – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ფაქტს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს უდიდესი წარმატება.

„ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის დიდი ნდობის გამოხატულება და მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, მათ შორის ჩემი წინამორბედი პრემიერ-მინისტრის დროს – ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში შესრულდა ტექნიკური გეგმის დიდი ნაწილი. ეს პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ჩვენი დიდი წარმატება! ასევე უნდა ითქვას, რომ ეს არის მთელი 25 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი. მათ შორის, რა თქმა უნდა, უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სიცოცხლე შეწირეს მას. მართლაც, მუდამ უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ თანმიმდევრულობას, თავდადებულ შრომას ყოველთვის მოაქვს ძალიან დიდი შედეგი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები