“ეს სიმწვანე აღარ იქნება” – ასათიანის ქუჩაზე ცათამბჯენები შენდება (ვიდეო, ფოტო)

289

“ასათიანის N10-ში( ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია) ეს სიმწვანე აღარ იქნება”, – ამ სათაურით ვიდეოს საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ავრცელებს.

მშენებლობა ამ ტერიტორიაზე უნიკალურად გამწვანებულ 4 ჰექტარი ტერიტორიის განადგურების ხარჯზე 2012 წლიდან მიმდინარეობს. ხეების ნაწილი პირველი ცათამბჯენის აშენებისთვის უკვე გაიჩეხა.

ეს კიდევ ერთი შემთხვევაა თბილისში, როდესაც ბუნებისა და ბიზნესის ინტერესები გადაიკვეთა და საქმე მრავალმილიონიანი ინვესტიციის სასარგებლოდ გადაწყდა.

 

BD Property-მ მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად განაშენიანების რეგულირების პროექტი თბილისის მერიასთან 2012 წლის 10 ოქტომბერს შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე ექვსი 24 სართულიანი და ორი 30 სართულიანი ცათამბჯენის აშენება იყო განსაზღვრული.  ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ბლოკია აშენებული, რაშიც 30 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც “ისთ ფოინთი” ააშენა.

(საინვესტიციო ფონდი Quadrum Global, საქართველოში შვილობილი კომპანიების CBD Development-ისა და BD Property-ს სახითაა წარმოდგენილი)

მოსახლეობის პროტესტის, მიმდებარე სახლების დაზიანების, უნიკალური ჯიშის ხეების გაჩეხვის და პეტიციების მიუხედავად, პროექტის განხორციელება არ წყდება.

შემდეგი ორი ბლოკის აშენება კომპანია უახლოესი 5 წლის განმავლობაში გეგმავს. თუმცა, დანარჩენი მშენებლობებისთვის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.

2013 წელი – ასათიანის 10 ნომერში პირველი ხეები მოიჭრა.

თამთა უთურგაშვილი