LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს თუ გამოვიდა: ზაზას გოლდენ სტეიტი საქართველოში მოყავს

91

საქართველოს შესაძლოა, NBA-ის მოქმედი ჩემპიონები ესტუმრონ. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა.
„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელები საქართველოში მათი ქართველი თანაგუნდელის, ზაზა ფაჩულიას მოწვევით ჩამოდიან. როგორც წყარომ აღნიშნა, ფაჩულიამ თანაგუნდელები ზაფხულში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე დასასწრებად მოიწვია. ამ ეტაპზე უცნობია, რა შემადგენლობით ჩამოვა გუნდი საქართველოში, თუმცა წყაროს ცნობით, მათ რიგებში გუნდის რამდენიმე ვარსკვლავი იქნება.

სპორტულ სამყაროში მიაჩნიათ, რომ „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელების საქართველოში შესაძლო სტუმრობის შესახებ ირიბი მინიშნება ზაზა ფაჩულიამ, ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გააკეთა. როგორც ფაჩულიამ აღნიშნა, მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის თასი საქართველოში ჩამოვიდოდა.

ამასთან, NBA-ის პირველი ქართველი გამარჯვებული საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და შესაძლოა პრესკონფერენციაც გამართოს, მათ შორის მისი თანაგუნდელების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

 

წყარო: bpn

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები