LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო – ანა დოლიძე

101

“ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო,” – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, პარლამენტში განაცხადა, სადაც კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება არასახარბიელოა, ხოლო პრეზიდენტი ამ მდგომარეობიდან გამოსავალს გვთავაზობს.

“როცა ამ დარბაზში “ქართულმა ოცნებამ” კენჭი უყარა კონსტიტუციის პროექტს, ამ დარბაზში “ქართული ოცნება” იყო მარტო. დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და მას აქვს მხოლოდ ერთი პარტიის კუთხვნილება. ჩვენი ისტრიული გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს არ არის სახარბიელო ვითარება. შესაბამისად, პრეზიდენტი გვთავაზობს გამოსავალს არსებული არასახარბიელო ვითარებიდან. გვათავზობს, რომ მისი მოტივირებული შენიშვნები გამოყენებული იყოს, როგორც საშუალება, რომ კონსტიტუციის პროექტს ჰქონდეს მინიმალური თანხმობის ხასიათი მაინც,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები