LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ყველაფერი საოცრად ემოციური იყო: „ჯიფსი კინგის“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

563

ფლამენგოს, სალსასა და პოპ მუსიკის შემსრულებელი ფრანგული ჯგუფი Gipsy Kings საქართველოში კლასიკური შემადგენლობით და სპეციალური მოწვევით ტონინო ბალიარდოსა და ნიკოლას რეიესთან ერთად ჩამოვიდა. მათ ის ჰიტები შეასრულეს, რომლითაც მსოფლიომ გაიცნო.

,,ძალიან კმაყოფილი ვარ. მთელი დარბაზი ჩვენთან ერთად მღეროდა. საოცრად ემოციური იყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა ჯგუფის სოლისტმა ტონინო ბალიარდომ.

ჯგუფს თავისი მრავალწლიანი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში 13 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, მათ შორის 2013 წლის დისკმა „Savor Flamenco“ საუკეთესო მსოფლიო მუსიკის ალბომისთვის „გრემი“ მიიღო.

ანსამბლის სუპერჰიტი „bamboleo“ 1987 წელს გამოიცა და უამრავი მსმენელის სიყვარული დაიმსახურა. დღემდე მათი სხვა მრავალი სიმღერა პოპულარობით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი არენას“ დირექტორის, ანი კავლელიშვილის განცხადებით, კონცერტის გამართვის ინიციატივა თავად ჯგუფს ეკუთვნის. ეს ჯგუფის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში გამართული პირველი კონცერტი იყო და ის პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში შედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები