LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ყველაფერი სიკვდილის ტოლფასი იყო“ – პიტი ანჯელინასთან დაშორებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს

70

8 თვის წინ, ანჯელინა ჯოლიმ სრულიად მსოფლიო გააოცა, როდესაც ბრედ პიტთან განქორწინებაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მას შემდეგ იყო ბევრი ხმაურიანი და სკანდალური დეტალი, რომელიც ბუნებრივია, მედიაში მოხვდა და რომელმაც ბევრ საიდუმლოს ახადა ფარდა.

როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი იმაზე ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე მოხდა, თუმცა 19 სექტემბერი – ანუ დღე, როდესაც ჯოლიმ სასამართლოს მიმართა, ოფიციალურად სახელდება ბრანჯელინას შორის გაჩაღებული ომის თარიღად.

ამ თემაზე პირველად ანჯელინამ ისაუბრა, როდესაც კამბოჯაში საკუთარი ფილმის პრემიერაზე იმყოფებოდა. მაშინ მან განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ და ისინი ყოველთვის ოჯახად დარჩებიან. რაც შეეხება ბრედს, ვარსკვლავმა დუმილი ახლადაარღვია, GQ Style-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა და 8 დღიან ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც „წლის ფოტოსესიის“ წოდება უკვე დაიმსახურა.

ბრედმა აღიარა, რომ წლების მანძილზე ალკოდამოკიდებული იყო, თუმცა, როდესაც ენჯისთან ოჯახი შექმნა, ალკოჰოლს თავი დაანება. მავნე ჩვევას კი ბოლო წელს დაუბრუნდა, როდესაც ოჯახში სიტუაცია დაიძაბა და ის და მისი მეუღლე ხშირად ჩხუბობდნენ. მსახიობი ბევრ რამეში საკუთარ თავს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჯოლიმ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო.

ანჯელინასთან დაშორების პერიოდს ბრედი სისუსტისა და წარუმატებლობის ეტაპს უწოდებს.

„ეს საშინელება იყო. იმ პერიოდში მეგობართან, დევიდ ფინჩერთან ვცხოვრობდი და დღეების განმავლობაში იატაკზე მეძინა. სხვანაირად არ შემეძლო. პარანოია მჭირდა, ამიტომ გადავწყვიტე, თერაპიის კურსი გამევლო, რომელმაც ორ თვეს გასტანა. პირველ პერიოდში მინდოდა ნიღაბი ამეფარებინა, რათა არავის დავენახე. ეს ყველაფერი სიკვდილის ტოლფასი იყო“, – ამბობს მსახიობი.

მსახიობის თქმით, ამჟამად ის ცხოვრების ნორმალურ სტილს უბრუნდება. საბოლოოდ უარი თქვა ალკოჰოლზე და ის წვენებითა და მინერალური წყლით ჩაანაცვლა. ბევრს ვარჯიშობს და ცდილობს, შვილებს საუკეთესო მაგალითი მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები