LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ყველაზე მაგარი ევროპა ლიგაა: გრანდებს მოტივაცია ეძლევათ

56

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გარდა იმისა, რომ გაირკვა პლეი-ოფის მონაწილეები, გამოვლინდნენ ისინიც, რომლებიც ევროპა ლიგაზე განაგრძობენ ჯახირს. მუდმივად ხდება ისე, რომ რომელიმე კარგი გუნდი გამოერევა, მაგრამ წელს ნამეტანი მოხდა. ჩემპიონთა ლიგამ მეორე მნიშვნელობის ტურნირს სამი გიგანტი უბოძა: „ატლეტიკო“, „ნაპოლი“, „ბორუსია“. შეიძლება ამათ თავი არ მოიკლან, მაგრამ სახელი ხომ ქუხს.

თან ეს ხომ ყველაფერი არ არის. ამ მაგარ გუნდებს ტურნირზე სხვებიც დახვდებიან. თუნდაც „არსენალი“ რად ღირს. ამას დავუმატოთ იტალიური „მილანი“ და „ლაციო“ თავისი ფრანგული „ლიონით“ და მშვენიერ კამპანიას მივიღებთ.

ეს ყველაფერი კი ალბათ ახალი ფორმატის ბრალია. ევროპა ლიგის გამარჯვებული ხომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს იღებს. დღეის მდგომარეობით კი საკუთარი ქვეყნის პირველობიდან შესაძლოა ლიგაზე ვერ მოხვდეს „არსენალი“, „მილანი“ თავისთავად, „ლაციოსაც“ ძალიან გაუჭირდება ოთხეულში შესვლა, გარანტირებული არაფერი აქვს „დორტმუნდსაც“ და დიდი ბრძოლა მოუწევს „ატლეტიკოსაც“. მოკლედ, ევროპა ლიგის მოგებას აზრი მიეცემა. შარშან ეს ხომ შესანიშნავად აჩვენა „მანჩესტერ იუნაიტედმა“.

ჰოდა, ვინ იცის, იქნებ წელს ისტორიაში საუკეთესო ევროპა ლიგა გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები