LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესაა ბოლო შანსი ხელისუფლებისთვის ღირსების შესანარჩუნებლად – რომან გოცირიძე

99

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის, განცხადებით, პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთობლივი საკონსტიტუციო პროექტი ხელისუფლებისთვის ბოლო შანსია იმისათვის, რომ ღირსება შეინარჩუნოს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი შენიშვნები კომპრომისულია და ხელისუფლებამ ის უნდა გაითვალისწინოს.

“საოცარია, ერთი რომელიმე იურისტი ვერ მოძებნეს საქართველოში, ამდენი დაქირავებული ექსპერტი ჰყავთ, ცოტა მეტი გადაუხადონ, იქნებ ორიოდე სიტყვა მაინც თქვან კარგი ამ კონსტიტუციაზე, არავინ ემხრობა, გარდა ერთი პარტიისა,” – აცხადებს რომან გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები