“ესაა ჩვენი ყოველდღიურობა ამ ჰეტეროსექსისტურ გარემოში….არცერთი საჯარო სივრცე ჩვენთვის უსაფრთხო არაა”

118

მოქალაქე სოფიო ბასილაძემ, სოციალურ ქსელში, საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეოები განათავსა, რომელშიც ასახულია თბილისში, დიდუბეში მოხმდარი ფაქტი, სადაც  ახალგაზრდა კაცები მას უხამსად ექცევიან. როგორც სტატუსიდან ირკვევა, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცების მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ, რის შემდეგადაც სოფიო ბასილაძემ პოლიცია გამოიძახა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, დაგვიანებით მისულმა საპატრულო ეკიპაჟმა, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ინტრიგანი უწოდა.

 

აი ესაა ჩვენი ყოველდღიურობა ამ ჰეტეროსექსისტურ გარემოში. არცერთი საჯარო სივრცე, უნივერსიტეტით დაწყებული, ქუჩით დამთავრებული ჩვენთვის უსაფრთხო არაა. ჩვენი გონება მუდმივად იმაზე ფიქრითაა დაკავებული როგორ მოვიგერიოთ დორბლმორეული ნაგავი კაცები, როგორ ვუპასუხოთ მათ მზერას ან ბინძურ რეპლიკებს. ამ დროს კი გენდერულად არასენსიტიური კანონმდებლობა,რომელიც არც კი აღიარებს ამ სახის ძალადობას, მარტოს გვტოვებს ამ კულტურულ და მჩაგვრელ პრაქტიკებთან ბრძოლაში. დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს შემთხვევა. მანქანიდან მომაძახეს შეურაცხმყოფელი სიტყვები და რა თქმა უნდა პოლიცია გამოვიძახე, რომელიც 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა. ირგვლივ უამრავი კაცი მოგროვდა და იმის ნაცვლად,რომ მოძალადეები შეეკავებინათ, ჩემი დადანაშაულება დაიწყეს, ინტრიგანი და თავხედია ეს ვიღაცააო. ჰოდა, მოგიტყანთ ეგ კაცური სოლიდარობა. აი ის პრადვინუტა სასტავი გამახსენდა, სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე რომ აღლიცინდა. არამგონია თქვენი რაციონალური გონი ამ ჩანაწერებმა შეაშფოთოს, მაგრამ იქნებ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს განცხადებებს სხვისთვის მტკივნეულ საკითხებზე. უკეთეს შემთხვევაში კი, საერთოდ რომ მოკეტოთ, სჯობს – წერს სოფიო ბასილაძე

 

https://www.facebook.com/sofibasiladze/posts/1569672513088832

 

https://www.youtube.com/watch?v=JC4rjWZdUrs

 

https://www.youtube.com/watch?v=AMl-C89B_8Y

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები