LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესაა იმის შედეგი, რომ საგარეო მინისტრად ივანიშვილმა ცხვირმოუხოცავი ხელის ბიჭი დანიშნა – მიხეილ სააკაშვილი

35

„აი, ესაა იმის შედეგი, რომ საგარეო მინისტრად, თანამდებობაზე, რომელიც ჩემს დროს უკიდურესად გამოცდილ გრიგოლ ვაშაძეს ეკავა, ივანიშვილმა ცხვირმოუხოცავი ხელის ბიჭი დანიშნა,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.  მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სირიის რეჟიმის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარებას “ქართული დიპლომატიის მარცხს” უწოდებს. სააკაშვილის განცხადებით, “ივანიშვილის ბანდა” საერთაშორისო არენაზე ახალ, ძალიან უსიამოვნო “სიურპრიზებს” ამზადებს.

„სირიის რეჟიმის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით ეს არის წარმოუდგენელი მარცხი და ჩავარდნა საქართველოს დიპლომატიის და საგარეო პოლიტიკის. რამდენიმე წლის წინ ზუსტად ასევე იყო დამოკიდებული ასადი პუტინზე და  მაშინ ჩვენმა საგარეო მინისტრმა ვაშაძემ და ყველამ ერთად ხელი ავაღებინეთ მას ამ განზრახვაზე. ზუსტად ასევე, ბელორუსი მთლიანად ჩამოკიდებული იყო რუსეთზე და პირადად დავალაგე ლუკაშენკოსთანურთიერთობა. ივანიშვილმა, რომელიც გვპირდებოდა და ბევრს ეგონა, რომ დაალაგებს და იცის რუსეთთან ურთიერთობა, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, იცის, როგორ შეუძვრეს, საიდან შეუძვრეს პუტინს, ყველაფერი პირიქით გამოვიდა,თუ ეს საზიზღარი ექსპერიმენტი დროზე არ დამთავრდა, ჩვენ წინ გველის კიდევ ძალიან ბევრი ჩავარდნა და დანაშაული ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. სირიის ფაქტი უკვე სახეზეა,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები